#ცნობილები #მოდა

ბრედ პიტის ვნება: მოდა და ინეს დე რამონი

გაზიარება:

ბოლო პერიოდში 61 წლის ბრედ პიტი ნიუ-იორკის ქუჩებში სრულიად ახალი იმიჯით ჩნდება. ჰოლივუდის მსახიობის ცხოვრებაში არაერთი სიახლეა: 16 ივნისს ფილმ F1-ის პრემიერა შედგა, რომელსაც ფორმულა 1-ის მრბოლელებიც დაესწრნენ. ბრედ პიტი კი Radio City Music Hall-ში ინეს დე რამონთან ერთად გამოჩნდა.

F1 Premier, Brad Pitt, ბრედ პიტი, ინეს დე რამონი, Ined De Ramon, ბრედ პიტის სტილი

სწორედ 32 წლის ინეს დე რამონთან ერთად ჩნდება ბრედი ექსპერიმენტული ლუქებით.

Brad Pitt, ბრედ პიტი, ინეს დე რამონი, Ined De Ramon, ბრედ პიტის სტილი

ინეს დე რამონი სამკაულების ცნობილი ბრენდის Anita Ko ვიცე-პრეზიდენტია. ინეს დე რამონი სამკაულების ცნობილი ბრენდის Anita Ko ვიცე-პრეზიდენტია. მის სამკაულებს ატარებენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან მიშელ ობამა და შარლიზ ტერონი.

gigi hadid, bradley cooper, ines de ramon, brad pitt, ბრედლი კუპერი, ბრედ პიტი, ჯიჯი ჰადიდი, ინეს დე რამონი

წყვილი ნიუ-იორკში, რესტორან Cote Korean Steakhouse-ში, ჯიჯი ჰადიდთან და ბრედლი კუპერთან ერთად ვახშამზე დააფიქსირეს. ინესმა საღამოსთვის მოკლე, სადა კაბა აირჩია, ბრედ პიტი კი იტალიელი დიზაინერის Magliano აბრეშუმის პერანგითა და შარვლით გამოჩნდა.

Brad Pitt, ბრედ პიტი, ინეს დე რამონი, Ined De Ramon, ბრედ პიტის სტილი

რამდენიმე დღის შემდეგ მსახიობის სხვა ფოტოები გავრცელდა, სადაც მას workwear-ის სტილის ხაკისფერი მაისური და ე.წ. პარაშუტის შარვალი აცვია. მოგვიანებით კი The Tonight Show-სთვის მან სრულად Tie-dye ლუქი მოირგო.

Brad Pitt, ბრედ პიტი, ინეს დე რამონი, Ined De Ramon, ბრედ პიტის სტილი

ბრედ პიტის სტილის გარდაქმნაზე უკვე ყველა საუბრობს. ზოგი ამას 29 წლით უმცროსი შეყვარებულის გავლენას მიაწერს, თუმცა არ უნდა გამოგვრჩეს, რომ თანამედროვე მოდაში მამაკაცები გაცილებით თამამად და თავისუფლად გამოხატავენ საკუთარ სტილს — ეს ტენდენცია თვალსაჩინოდ ვლინდება როგორც პოდიუმზე, ისე ქუჩის მოდაშიც.

Brad Pitt, ბრედ პიტი, ინეს დე რამონი, Ined De Ramon, ბრედ პიტის სტილი

პაპარაცებმა პიტი ვილი ჩავარიას 2025–2026 წლების შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ხავერდის ლურჯ ქურთუკში, ოვერსაიზ შარვლითა და კვადრატულცხვირიანი ფეხსაცმლითაც დააფიქსირეს. მოგვიანებით კი Courrèges-ის 2025 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის სვიტერში გამოწყობილს გადაუღეს ფოტოები. მსახიობი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ასაკი (მიუხედავად იმისა, რამდენად კლიშედაც არ უნდა ჟღერდეს ეს ფრაზა) მართლაც მხოლოდ ციფრებია და ექსპერიმენტებისთვის არასდროს არის გვიან.

Brad Pitt, ბრედ პიტი, ინეს დე რამონი, Ined De Ramon, ბრედ პიტის სტილი

Courrèges TRUCKER SWEATER

Trucker Sweater by Courrèges

ყიდვა

Brad Pitt, ბრედ პიტი, ინეს დე რამონი, Ined De Ramon, ბრედ პიტის სტილი

ზევით