5 ადგილი საქართველოში, სადაც ზაფხულს სასიამოვნოდ გაატარებთ
თუ ჯერ არ იცით, სად დაისვენოთ საქართველოში და თან ზაფხულის სიცხესაც გაექცეთ, ჩვენ რამდენიმე განსხვავებული და დასამახსოვრებელი ადგილი შეგირჩიეთ.
ქართული მოდა განსაკუთრებული ნიჭის, ხედვისა და შემოქმედების უნარის მქონე სახელებისა და ბრენდების ძიებას განაგრძობს და მოდის ინდუსტრიას, როგორც COVID 19-ის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისით ერთ-ერთ ყველაზე დაზარალებულ ბიზნეს სექტორს აქტიურ მხარდაჭერას უცხადებს. Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს დამაარსებლის, სოფო ჭყონიას ინიციატივით, Georgian Fashion Foundation დიზაინერებისთვის კონკურსს აცხადებს.
დეკლარირებული მხარდაჭერა უმნიშვნელოა, ის აუცილებლად ხილული და ხელმისაწვდომი უნდა იყოს ინდუსტრიის თითოეული წარმომადგენლისთვის - ნათქვამია ფონდის განცხადებაში.
როგორც Georgian Fashion Foundation-ის განცხადებაში ვკითხულობთ, კონკურსი საერთაშორისო ხასიათისაა და მაშასადამე ნიჭიერი დიზაინერები მთელი მსოფლიოს მასშტაბით იძებნებიან. მთავარ მოთხოვნათა შორის საკუთარ ბრენდზე სულ მცირე 3-წლიანი გამოცდილება და ქალისა თუ უნისექს სამოსის შექმნა სახელდება.
The Prize-ის კონკურსში მონაწილეობის მსურველთა მიღება ონლაინ განცხადების საფუძველზე, 15 სექტემბრამდეა შესაძლებელი. რის შემდეგაც ჟიური 10 ნახევარფინალისტს გამოავლენს, 3 გამარჯვებულის ვინაობა კი Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს ფარგლებში, ნოემბრის თვეში გამოცხადდება. გამარჯვებულებს სხვადასხვა სახის პრიზი, მათ შორის ფინანსური მხარდაჭერა და PR- მომსახურება, გრანტი კაფსულა კოლექციის შესაქმნელად და აგრეთვე გრანტი, ამჯერად აქსესუარების კოლექციისთვის გადაეცემათ.