#მოდა

თბილისში HARMONT & BLAINE-ის მონობრენდული მაღაზია გაიხსნა

გაზიარება:

2023 წელს ბათუმში დებიუტის შემდეგ, Harmont & Blaine უკვე მეორე მაღაზიას ხსნის საქართველოში. ახალი ფილიალი მდებარეობს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის 50 ნომერში — პრესტიჟულ საცხოვრებელ და სავაჭრო უბანში, რომელიც პრემიუმ მოდის ბუტიკებითაა ცნობილი.

HARMONT & BlAINE, HARMONT & BlAINE Tbilisi, HARMONT & BlAINE თბილისი, ჰარმონტ & ბლეინი

მაღაზიის ინტერიერი შთაგონებულია ბრენდის იტალიური და ხმელთაშუა ზღვისპირეთის ფესვებით. ის ასახავს ბრენდის ხალისიან და მსუბუქ სტილს და გვაზიარებს თავისუფლების, სიხარულისა და ერთიანობის განცდებს.

Harmont & Blaine, თაკო ჩხეიძე, ჰარმონტ & ბლეინი

80 კვადრატულ მეტრზე განთავსებული სივრცე Harmont & Blaine-ის Living in Color ესთეტიკას ასხივებს. ბუნებრივი და თანამედროვე მასალები, როგორიცაა ხე და დამუშავებული ფოლადი, შერწყმულია მშვიდ, საგულდაგულოდ შერჩეულ ფერებთან და LED განათებასთან.

Harmont & Blaine, რუსა ჩაჩუა, ეკა ხოფერია, ჰარმონტ & ბლეინი

სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ აღმოაჩინონ 2025 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია „Summer Euphoria“. იგი მოიცავს მამაკაცისა და ქალის სამოსს, ჩანთებს, ფეხსაცმელსა და აქსესუარებს. კოლექცია გამოხატავს ბრენდის სიყვარულს ზღვისა და მზით გაჟღენთილი ადგილების მიმართ — ამალფიდან დაწყებული, მაიამის ოქროსფერი ქვიშის სანაპიროებით დასრულებული.

Harmont & Blaine, ირაკლი მაქაცარია, ჰარმონტ & ბლეინი

კოლექციის ესთეტიკური მახასიათებლებია სინათლე, ფერები და სიახლე, ხოლო დიზაინები პოზიტიური, კარგი ცხოვრების ენერგიას ასხივებენ. კოლექცია შთაგონებულია მზის სხივებში მოციმციმე წყლის ტონებით, ხილის პოპსების ფერების პალიტრითა და უნიკალური შეღებვის ტექნიკით, რომელიც ბრენდის ხელოვნებისა და ხელნაკეთობის ფილოსოფიიდან იღებს სათავეს.

Harmont & Blaine, ბახვა ბრეგვაძე, ჰარმონტ & ბლეინი

თბილისის ახალი მაღაზია Harmont & Blaine-ის სტრატეგიის ნაწილია, რომლის მიხედვითაც ბრენდი კავკასიის რეგიონში უფრო მეტად უნდა იყოს წარმოდგენილი. თბილისში გამოჩენამდე ბრენდის ფილიალი გაიხსნა სოფიაში მდებარე Paradise Center-ში, ათენის Attica City Link-ის სავაჭრო ცენტრსა და Porto Montenegro-ში, რომელიც ფუფუნებისა და მაღალი მოდის პოპულარულ დანიშნულებად ქცეულ კურორტზე, ტივატში მდებარეობს.

Harmont & Blaine, რუსა ჩაჩუა, ჰარმონტ & ბლეინი

თბილისის ფილიალის გახსნის ღონისძიებაზე კოქტეილის წვეულებას დაესწრნენ მედიის წარმომადგენლები, ცნობილი ადამიანები და ინფლუენსერები. მათ შორის იყვნენ: რუსა ჩაჩუა, მარიამ სანოგო, თაკო ჩხეიძე, ჯანეტა ქერდიყოშვილი, ბახვა ბრეგვაძე, ნოე სულაბერიძე, ირაკლი მაქაცარია და გიორგი იაშვილი.

Harmont & Blaine, გიორგი იაშვილი, ჰარმონტ & ბლეინი

Harmont & Blaine იტალიური კომპანიაა, რომელიც ცნობილია Dachshund-ის ძაღლის გამოსახულებიანი ლოგოთი და პრემიუმ სეგმენტისთვის ელეგანტური, ყოველდღიური, საქმიანი ტანსაცმლის ხაზს ქმნის. კომპანიის მთავარი ოფისი ნეაპოლში მდებარეობს და მას 600-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს.

ბრენდი როგორც იტალიაში, ასევე საერთაშორისო ბაზარზე, აღიარებულია თავისი უნარით, გადმოსცეს ხმელთაშუა ზღვის ცხოვრების სტილი დახვეწილ კოლექციებში. ამ კოლექციების მახასიათებელია მაღალი ხარისხი და მუდმივი სიახლის ძიება ფერების, ფორმებისა თუ მასალების მიმართულებით, რაც თანამედროვე, გემოვნებიან და მომთხოვნ მომხმარებელს ყოველთვის აკმაყოფილებს.

Harmont & Blaine წარმოდგენილია 34 ქვეყანაში და მოიცავს 99 მონობრენდულ მაღაზიას. ასევე, ბრენდი ხელმისაწვდომია 464 მულტიბრენდულ ბუტიკსა და 58 სავაჭრო ცენტრში.

ზევით