სიყვარულის წერილი იტალიას შანელისგან
შანელის 2025/26 წლის კრუიზის კოლექცია კომოს ტბის ფონზე, იტალიურ ვილაში წარადგინეს. შოუზე ვიხილეთ შანელის შავ-თეთრ ფერებში გამოწყობილი ქართველი მოდელებიც - მატილდა გვარლიანი და ნასტასია ლეგრან-ბაბლუანი.
შატო მერეს ფანჯრებიდან კავკასიონის მთებისა და ალაზნის ველის ულამაზესი ხედები იშლება. დიდი ხანია ეს ქართული შატო ადგილობრივებისა და თბილისელების საყვარელ ადგილად იქცა. ის ამ მხარის გამორჩეულად კოლორიტული ადგილია, ხოლო სამზარეულო ზუსტად ისეთივე მდიდარი და ქართულია, როგორიც მისი ღვინის მარანი.
შატო მერე, სადაც გატარებული დრო ყოველთვის სასიამოვნო მოგონებად რჩება, 10 მაისს ნოდარიკო ხუციშვილის კონცერტით გიმასპინძლებთ. მომღერალი გამორჩეული მუსიკალური გემოვნებით, შესრულების ხარისხითა და ინდივიდუალიზმით გამოირჩევა და არაფერს ისე არ მოუხდება მისი მუსიკა, როგორც შატოს, სადაც სტუმართმოყვარეობა მხოლოდ ტრადიცია კი არადა ცხოვრების სტილია. და სწორედ აქ, ადგილობრივი კერძებისა და ქვევრის ღვინის პარალელურად, შესაძლებლობა გექნებათ განსაკუთრებული ატმოსფეროთი დატკბეთ.
თუ გსურთ, დროებით გამოეთიშოთ აჩქარებულ რიტმს, დაისვენოთ და სამახსოვრო ფოტოები დაამატოთ თქვენს არქივს – შატო მერე კახური დიდებულებით გელოდებათ.
ბილეთების შესაძენად კი ეწვიეთ TKT.ge - ს.