ბრიტანეთის მონარქიას მდიდარი და მომხიბლავი ისტორია აქვს, სავსეა სკანდალებით, სასიყვარულო ისტორიებით, ძალაუფლებისთვის ბრძოლითა და ოთხფეხა მეგობრების მიმართ განსაკუთრებული სიყვარულით!
გავიხსენოთ, დღევანდელი მონარქის, ელისაბედ II ძაღლებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება. დედოფლის ოთხფეხა მეგობრები სამეფოს ოჯახის ნამდვილ წევრებად ითვლებიან.
თუმცა, შეგვიძლია ღრმად წარსულშიც გადავინაცვლოთ და ბრიტანელი მონარქების საოჯახო „ალბომები“ დავათვალიეროთ. ჯერ კიდევ მე -17 საუკუნეში სამეფო ოჯახის პორტრეტზე მეფე ჩარლზ I- ის სამი შვილი მათი ოჯახის ოთხფეხა წევრებთან ერთად არიან აღბეჭდილი. ვიტყოდით, რომ სამეფო ოჯახის პატარა წევრები და მათი უფრო მეტად პატარა მეგობრები ერთმანეთის გვერდიგვერდ საკმაოდ კომფრტულად გრძნობენ თავს.
სპანიელის ჯიშის პოპულარიზაცია მოახდინა ამ პატარა ბიჭმა ნახატიდან (მომავალში მეფე ჩარლზ II). წყაროების მტკიცებით, მან განკარგულებაც კი გამოსცა, რომლის მიხედვით მეფე ჩარლზის სპანიელებს ნებისმიერ საჯარო ადგილზე უშვებდნენ, მათ შორის პარლამენტის სახლში.
14 წლის, მომავალი დედოფალი ვიქტორია, ოთხფეხა მეგობარ - დეშთან ერთად
მას შემდეგ მეფეები და დედოფლები ბრიტანეთის მონარქიაში ერთმანეთს ცვლიდნენ. ზოგი მათგანი ისტორიაში ოქროს ასოებით იწერებოდა, ზოგი კი მივიწყებას მიეცემოდა, თუმცა, დღესაც უცვლელი რჩება მათი განსაკუთრებული სიყვარული ოთხფეხა მეგობრების მიმართ.
ელისაბედ II და პრიცნესა მარგარიტა მშობლებთან და სამეფო კორგებთან ერთად, 1931 წ.
სამეფო კორგი - უელსური კორგი პემბროკის ჯიშისაა, რომლებიც სამეფო ოჯახის წევრებად ჯერ კიდევ ელისაბედ II მამის - მეფე ჯორჯის დროს გახდნენ. ცნობილი ფაქტია, რომ ელისაბედ II-ს საკუტარი კროგები ოჯახის წევრებზე ნაკლებად არ უყვარს და მათ თითქმის ყველაფრის უფლებას აძლევს - ოფიციალურ შეხვედრებზე დასწრების უფლებასაც კი.
დაათვალიერეთ ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ფოტოალბომი, სადაც ისინი თავის ოთხფეხა მეგობრებთან ერთად არიან აღბეჭდილი:
პრინცი ჯორჯი
ქეთრინ მიდლტონი, პრინცი უილიამი და ახალშობილი ჯორჯი
იტალიური პრემიუმ ბრენდი Harmont & Blaine უკვე დედაქალაქშიც ხსნის მაღაზიას. ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ფილიალი წარმოგიდგენთ 2025 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციას, რომელიც ხმელთაშუა ზღვის სტილით შთაგონებულია და ნათელი ფერებით გამოირჩევა.
ქართული სამკაულების ბრენდი აზერბაიჯანის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულზე იქნება წარმოდგენილი. ბრენდის დამფუძნებელი და დიზაინერი, ნინო სეფიაშვილი, ჩვენთან ინტერვიუში ბაქოს მოდის კვირეულზე, ახალ კოლექციასა და შემოქმედებით გეგმებზე საუბრობს.
10 მაისს, ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში კოსტიუმების ინსტიტუტის ახალი გამოფენა გაიხსნება. ექსპოზიცია სახელად Superfine: Tailoring Black Style შავკანიანი მამაკაცების სტილის ისტორიას - განსაკუთრებით დენდის კულტურას - მიეძღვნა.