აიღეთ P'AUZA შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში ზაფხულის ცხელი დღეებისგან
აგვისტოს მზიან დღეებში, დამღლელი რუტინის ფონზე, პაუზის აღებაა აუცილებელი. შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი სწორედ ის ადგილია, სადაც შეგიძლიათ რამდენიმე საათით ქალაქის ხმაურს მოწყდეთ და თავი ხანმოკლე, მაგრამ სრულფასოვან შვებულებაში იგრძნოთ, დაისვენოთ, იცურაოთ და გემრიელი სასმელიც დააგემოვნოთ.