დუა ლიპა: საცურაო კოსტიუმების ტრენდსეტერი
პოპვარსკვლავი დუა ლიპა არა მხოლოდ მუსიკის, არამედ ზაფხულის მოდის ტრენდებსაც განსაზღვრავს. მისი სტილის განსაკუთრებული ნაწილი საცურაო კოსტიუმებია, რომლებიც უკვე დუას საზღვაო ლუქების განუყოფელ ელემენტად იქცა.
The Diary Cover Story-ს მთავარი გმირი ამჯერად მარიამ დავითაძეა, ინფლუენსერი და ანტერპრენერი, რომელმაც სხვადასხვა სტილის საპატარძლო კაბები მოირგო.
მარიამს ჯერ არ ჰქონია შესაძლებლობა თეთრი კაბით საკურთხეველთან მისულიყო, რადგან პანდემიამ მისი ქორწილი გაურკვეველი ვადით გადაავადა. The Diary-ს კონცეპტუალურ სახლში კი ის ერთი დღით „ზაფხულის პატარძალი“ გახდა და საქორწინო მოდის სახლის Galogrea Tbilisi ხუთი განსხვავებული საპატარძლო კაბა მოირგო.
მარიამ, როგორია თქვენი საოცნებო ქორწილი?
მარიამი: გრანდიოზული ქორწილები არ მიყვარს, რადგან მგონია, რომ 300-400 ადამიანზე გათვლილ ქორწილში ყველა სტუმარი საყვარელი და ძვირფასი ვერ იქნება. ქორწინება იმდენად მნიშვნელოვანი ამბავია, რომ მინდა ჩემს გარშემო იყვნენ მხოლოდ ყველაზე საყვარელი და მართლა ჩემთვის ძვირფასი ადამიანები.
სიმართლე გითხრათ, ჩემი ოცნების ქორწილი იტალიაში წარმომიდგენია. მაგრამ თუ საქართველოში გაიმართებოდა, მენდომებოდა შემოდგომის სეზონზე, კახეთში.
როგორი ტიპის პატარძალი იქნებოდით?
მარიამი: მიყვარს, როცა პატარძალი სადად გამოიყურება, ზედმეტი მაკიაჟისა და ვარცხნილობის გარეშე. ჩემთვის მთავარია, რომ ის იყოს ელეგანტური და დახვეწილი. აქსესუარებიც კი მინიმალისტური და სადა უნდა იყოს. რაც შეეხება კაბას, ყველაზე მეტად გრძელი და მომდგარი მოდელები მომწონს.
მარიამმა საქორწინო მოდის სახლის GALOGREA TBILISI ხუთი კაბა მოირგო. ხუთივე განსხვავებული სტილისა და გემოვნების მქონე პატარძლებისთვის გახლავთ შესაფერისი:
CHIC BRIDE
პირველი ლუქი გრძელი, სხეულზე მომდგარი და ღრმა დეკოლტით გაფორმებული კაბაა. დიზაინში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია ქალურ სილუეტსა და ელეგანტურ სიმარტივეზე. ადვილად წარმოსადგენია, როგორ მიაბიჯებს მარიამი ამ კაბაში ტოსკანის ვენახებში მზის ჩასვლისას.
CLASSIC BRIDE
„კლასიკური პატარძლის“ კაბას მკერდზე ტალღისებრი მაქმანები და მსუბუქად გაშლილი ქვედაბოლო ამშვენებს. ის პომპეზურია, თუმცა ამავდროულად სადა. კაბა კლასიკური ელეგანტურობის ახალ ინტერპრეტაციას ქმნის. ეს ლუქი ადვილად წარმოსადგენია ათენში, ძველი ბერძნული ნაგებობების ფონზე, სადაც ისტორიული არქიტექტურა და ზღვის ნიავი ერთმანეთს ერწყმის.
BOHEMIAN BRIDE
„ყველას მზერა ჩემკენ და ჩემს ყელზე მოხვეულ ყვავილზე, თუ შეიძლება!“ – ბოჰემური პატარძლის ესთეტიკა ტრადიციებს გვერდს უვლის. Bohemian Bride არ ცნობს წესებს, მას სურს თავისუფლება და სითამამე, და სწორედ ამ მოთხოვნებს პასუხობს კაბაც. ყელზე მოხვეული ყვავილი და ჰაეროვანი ქსოვილი იდეალურად ერწყმის ოკინავას კუნძულის პეიზაჟს, სადაც ქორწილი ზღვის სანაპიროზე, ვარდისფერი მზის ჩასვლის ფონზე ტარდება.
MODER PRINCESS
„Modern Princess” ესთეტიკის კაბა ზღაპრულ ელფერს ატარებს, თუმცა თანამედროვე ხასიათსაც არ კარგავს. მაქმანებით შემკული კაბა თანამედროვე პრინცესას ლუქია. ის განსაკუთრებით მოუხდებოდა ვენას, ქალაქს, სადაც კლასიკური მუსიკის ხმები, ბაროკოს არქიტექტურა და მდიდრული დარბაზებია.
OLD HOLLYWOOD BRIDE
დრამატული სილუეტი, მდიდრული ქსოვილები და კაშკაშა დეტალები – ეს ლუქი ძველი ჰოლივუდის გლამურს ეძღვნება. ამ კაბაში გამოწყობილმა პატარძალმა შეიძლება ნებისმიერ დიდ ქალაქში ამოჰყოს თავი, დაწყებული ნიუ-იორკიდან, დამთავრებული პარიზით. თუმცა მარიამი ამ კაბით იტალიაში, ადრიატიკის ზღვისპირა აპულიის რეგიონში, ძველი ისტორიული სასახლის სცენაზე გვესახება.
სპონსორები:
კაბები: Galogrea
აქსესუარები Trésor • ტრესორი
პარტნიორები:
ყვავილები: Lilat Flower Shop • ყვავილების მაღაზია ლილატ
ტორტი: pastrypraline
თმა და მაკიაჟი: dessange.saburtalo
ფოტოგრაფი: იკა პირველი
ლოკაცია: The Diary Concept House