ჩვენი, არა უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით ჩვენი მშობლების ახალგაზრდობის წლების საკულტო შვედური პოპ-ჯგუფი Abba 40-წლიანი პაუზის შემდეგ ახალი ალბომით და ვირტუალური კონცერტით ბრუნდება და პირადად ჩვენ არაფერი გვახსენდება ამაზე შთამბეჭდავი დაბრუნება მუსიკალურ ინდუსტრიაში.
Abba Voyage მუსიკალური კოლექტივის ახალი ალბომი მათი გულშემატკივრების წინაშე ნოემბრის თვეში წარსდგება, რევოლუციური ვირტუალური კონცერტები კი Abba-ს უკვდავ სიმღერებს, Mamma Mia-ს და Waterloo-ს გააჟღერებენ.
თავდაპირველად მხოლოდ 2 სიმღერა დავწერეთ, შემდეგ დავფიქრდით და გადავწყვიტეთ, რომ უფრო მეტი გვსურდა - განაცხადა ბენი ანდერსონმა
საბოლოოდ, პოპ-ჯგუფმა 10 ახალი სინგლი ჩაწერა და Abba Voyage-ში მოუყარა თავი, მათგან ორი სიმღერის I Still Have Faith In You და Don't Shut Me Down-ის პრემიერა უკვე შედგა და 40 წლის შემდეგ ჯგუფის პირველი ნამუშევრის ხილვა ჩვენთვის შესაძლებელია.
"ძნელია გააცნობიერო თუ რამდენად წარმოუდგენელი რამე შევძელით. ვერასოდეს წარმოგვედგინა, რომ 40 წლის შემდეგ ალბომის გამოშვებას შევძლებდით და კვლავ საუკეთესო მეგობრებად დავრჩებოდით. ვის გამოუცდია ეს? - არც არავის".
პოპ მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ჯგუფი (აგნეტა ფელტსკუგი, ბენი ანდერსონი, ბიორნ ულვეუსი და ანი-ფრიდ ლიუნგსტადი) 1972 წელს, სტოკჰოლმში ჩამოყალიბდა, მთელი ათწლეულის განმავლობაში, 1972-82 წლებში ისინი ჩარტების სათავეების უპირობო ლიდერები გახლდნენ, თუმცა 1983 წლის დასაწყისში დაშლის შემდეგ ანდერსონი და ულვეუსი განაგრძობდნენ სცენისათვის მუსიკის შექმნას, ხოლო ლიუნგსტადი და ფელტსკუგი სოლო კარიერებით დაკავდნენ, რომლებსაც შერეული წარმატება ხვდა წილად.
ლონდონში ბრიტანეთის სამეფო ოჯახის სამხედრო ცერემონია Trooping the Colour 2025 გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მეფე ჩარლზი, პრინცესა კეთრინი და ოჯახის წევრები. ყურადღება პრინცესა კეთრინის ჩაცმულობამ და ღონისძიების ცერემონიალის დეტალებმა.
ხვიჩა კვარაცხელია ქართული ფეხბურთის მთავარ სიმბოლოდ იქცა — მან ნეაპოლში სკუდეტო მოიგო, PSG-ს ჩემპიონთა ლიგა მოუტანა და საქართველოს ისტორიულად პირველად ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა.
პლატფორმა Max „ჰარი პოტერის“ სერიალის მზადებაშია. ჰოგვორტსის პროფესორების შემდეგ, ახლა უკვე ცნობილი ტრიოს – ჰარის, ჰერმიონისა და რონის პერსონაჟების შემსრულებელი მსახიობების ვინაობაც ვიცით. სერიალის გადაღებები ამ ზაფხულს დაიწყება.