ტეილორ სვიფტი ალბომით THE LIFE OF A SHOWGIRL ახალ ერას იწყებს
14 გრემის მფლობელი ტეილორ სვიფტი თავის მე-12 სტუდიურ ალბომს გამოსცემს. The Life of a Showgirl ასე ქვია ალბომს, რომელიც 12 სიმღერას შეიცავს და საბრინა კარპენტერთან კოლაბორაციასაც მოიცავს.
ვენებში სისხლი ნამდვილად გვეყინება, როდესაც ანიტა რაჭველიშვილს ვუსმენთ, ალბათ, სწორედ ამიტომაა, რომ საქვეყნოდ აღიარებული მეცოსოპრანოს ახალი ალბომის გამოსვლით სრულიად აღფრთოვანებულები ვართ.
ანიტა რაჭველიშვილმა Sony Classical-თან თანამშრომლობით, უკვე რიგით მეორე ალბომის გამოშვება დააანონსა. ალბომი, სახელწოდებით Élégie გასულ წელს, თბილისში, მაესტრო ვინჩენცო სკალერასთან ერთად Leno Records-ში ჩაიწერა, მასში 6 სხვადასხვა კომპოზიტორის შემოქმედება 5 ენაზე (ქართულ, ტალიურ, ფრანგულ, რუსულ და ესპანურ) იქნება წარმოდგენილი.
ძალიან გახარებული ვარ, რადგან შემიძლია გაცნობოთ, რომ ჩემი რიგით მეორე CD Sony Classical-თან ერთად ძალიან მალე გამოვა.
Élégie მზის შუქს 9 ივლისს იხილავს, ალბომის წინასწარი შეკვეთები ონლაინ უკვე დაწყებულია.
ქართველი მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი საქვეყნოდ ცნობილი და აღიარებული ქალია, მას განსაკუთრებული წარმატება 2009 წელს ლა სკალას სეზონის გახსნაზე, კარმენში შესრულებულმა მთავარმა როლმა მოუტანა. ანიტამ, რამდენიმე წლის წინ Bachtrack Opera Awards-ზე საუკეთესო ქალი მომღერლის ნომინაციაში გაიმარჯვა, სულ მალე კი მეცო-სოპრანო The New York Times-მა კლასიკური მუსიკის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად დაასახელა.