30 წლის წინ, საქართველომ დამოუკიდებლობის დაბრუნებასთან ერთად, მცხეთობის დღესასწაულიც აღადგინა. 14 ოქტომბერი მთელ საქართველოში დასვენების დღედაა გამოცხადებული, ამ დღეს მართმადიდებლური ეკლესია სვეტიცხოვლობას საქართველოს მთავარ საპატრიარქო ტაძარში აღნიშნავს.
XI საუკუნეში აგებული ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლის - სვეტიცხოველის - ისტორია საუკუნეებით ადრე, IV საუკუნეში იწყება, როდესაც გაქრისტიანებულმა მირიან მეფემ პირველი ხის ეკლესია ააშენა, მართალია ეს ეკლესია მალევე განადგურდა, თუმცა V საუკუნეში, ვახტანგ გორგასლის მეფობის დროს ამ ადგილას ბაზილიკა აშენდა, რომელიც უკვე მოგვიანებით ტაძრით ჩაანაცვლეს.
როგორი იყო საუკუნეების წინანდელი სვეტიცხოველი და მცხეთის ქუჩები და როგორ აღნიშნავდნენ ამ დღესასწაულს მაცხოვრებლები ამ ფაქტების შესახებ ფოტოარქივი საქართველოს ეროვნულ გალერიაში ინახება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული არქივი უახლოეს მომავალში სვეტიცხოველში ექსპედიციას გეგმავს, რის შემდეგაც აქამდე არსებული მდიდარი საარქივო დოკუმენტები ახალი ვიზუალური მასალით შეივსება.
სვეტიცხოველი, მცხეთობა, ფოტო დ. ერმაკოვიმცხეთისა და სვეტიცხოვლის ერთ-ერთი უძველესი ფოტო. გადაღებულია 1858 წლის აგვისტოში. ფოტოგრაფი: ალექსანდრე ივანიცკი.საქართველოს სამხედრო გზა. მცხეთა, ტაძარი. ფოტო: დ, ერმაკოვიმცხეთა, კათედრალური ტაძარი და შორს ჯვრის ტაძარი. ფოტო: დ. ერმაკოვისვეტიცხოველი, კვართი. ფოტო: დ. ერმაკოვისვეტიცხოველი, კანკელი. ფოტო: დ. ერმაკოვისვეტიცხოვლის დეტალი დასავლეთი მხრიდანსვეტიცხოველი, სამეფო საბრძანებელი
ჯეისონ მომოა ვენეციის კინოფესტივალზე ვარდისფერი კოსტიუმით, ბირკენსტოკებითა და შეღებილი ფრჩხილებით გამოჩნდა. მას წითელ ხალიჩაზე 16 წლის ვაჟი, ნაკოა-ვულფი ახლდა, რომელიც Dune: Part Three-ში მონაწილეობს.
ვუდი ალენი მოსკოვის საერთაშორისო კინოკვირეულზე გამოჩენის გამო სკანდალშია გახვეული. ნახეთ, რატომ დაგმო უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მისი საქციელი და რას ამბობს თავად რეჟისორი.