ტეილორ სვიფტი ალბომით THE LIFE OF A SHOWGIRL ახალ ერას იწყებს
14 გრემის მფლობელი ტეილორ სვიფტი თავის მე-12 სტუდიურ ალბომს გამოსცემს. The Life of a Showgirl ასე ქვია ალბომს, რომელიც 12 სიმღერას შეიცავს და საბრინა კარპენტერთან კოლაბორაციასაც შეიცავს.
17 წლის განმავლობაში, საკულტო სერიალ „მეგობრების“ ერთგული გულშემატკივრები ახალი სერიების გამოსვლაზე ოცნებობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ დიდებული ექვსეულის ცხოვრების გზები რეალურ ცხოვრებაში გაიყო, სითკომის თაყვანისმცემლებს იმედი არასდროს დაუკარგავთ, რომ ოდესმე მონიკას, რეიჩელს, ფიბის, ჯოუის, ჩენდლერსა და როსს კვლავინდებურად იხილავდნენ ეკრანებზე და ისინი მართლებიც აღმოჩნდნენ.
ერთი წლის წინ, ცნობილი გახდა, რომ მკაცრი უარის შემდეგ, ლეგენდარული პროექტის შემოქმედი დევიდ კრეინი ახალი ეპიზოდების გადაღებას დათანხმდა და დიდ ექვსეულთან ერთად ახალ ეპიზოდებს შემოგვთავაზებდა. რასაკვირველია, კორონავირუსის პანდემიის ფონზე გადაღებების დაწყება ძალიან დიდი ხნით გადაიდო და ამ დრომდე „მეგობრების“ გაერთიანების შესახებ არაფერი ვიცოდით.
ჩვენდა სასიხარულოდ, გადაღების პროცესი დაიწყო და ნელნელა ახალ დეტალებსაც ვიგებთ, ასე მაგალითად, რამდენიმე დღის წინ ექსცენტრიული ფიბის შემსრულებელმა ლიზა კუდროუმ გულშემატკივრებს განუმარტა, რომ ის და მისი კოლეგები არა სერიალის გაგრძელებას, არამედ ერთ ექსკლუზიურ სერიას იღებდნენ.
დევიდ შვიმერმა (როსი) კი ცოტა მეტი დეტალის გამხელა გადაწყვიტა ჩვენთვის: „მე საკუთარი თავი ვიქნები - დევიდი. ჩვენ არ გვაქვს სცენარი და საკუთარ პერსონაჟებს არ განვასახიერებთ. ჩვენ შევხვდებით, როგორც ნორმალური ადამიანები, ერთ მომენტში რაღაცას წავიკითხავთ კიდეც, თუმცა სულ ეს არის რისი თქმაც შემიძლია“ - განაცხადა დევიდმა და კიდევ უფრო მეტი კითხვა გაგვიჩინა, ვიდრე პასუხი.