ტეილორ სვიფტი ალბომით THE LIFE OF A SHOWGIRL ახალ ერას იწყებს
14 გრემის მფლობელი ტეილორ სვიფტი თავის მე-12 სტუდიურ ალბომს გამოსცემს. The Life of a Showgirl ასე ქვია ალბომს, რომელიც 12 სიმღერას შეიცავს და საბრინა კარპენტერთან კოლაბორაციასაც მოიცავს.
პანდემიის პირობებში Netflix-ის კინოთეკა ზეპირად გექნებათ ნასწავლი, თუმცა თუ ეს სერიალი ჯერ კიდევ არ გინახავთ, შეგიძლიათ თავისუფალი დრო და სასუსნავი მოიმარაგოთ და Snowpiercer-ს ჩაუჯდეთ! ჯოშ ფრეიდმანის სერიალში მოქმედება მეორე გამყინვარებიდან 7 წლის შემდეგ ვითარდება.
ყინვას გადარჩენილი დედამიწელები ახალ სამყაროს 1001 ვაგონისგან შემდგარ თოვლის მჭრელში ქმნიან, რომელიც გამუდმებით მოძრაობს, გაჩერების შემთხვევაში კი გაიყინება. მატარებელი კლასებადაა დაყოფილი, პირველ კლასსა და კუდს შორის კი რადიკალურად დიდი სხვაობაა.
სერიალის სახელი შესაძლოა საეჭვოდ გეცნოთ. ეს იმიტომ, რომ ამავე სახელწოდების ფილმი ეკრანებზე ჯერ კიდევ 2013 წელს გამოვიდა, ხოლო ამავე სიუჟეტის გრაფიკული ნოველები ჯერ კიდევ 1982 წლიდან არსებობს.
ფილმი გამყინვარებიდან 15 წლის შემდგომ ისტორიას მოგვითხრობს, სერიალში კი დიდი გამყინვარების ჯერ მხოლოდ 7 წელია გასული. კლასობრივი ომის, სოციალური უთანასწორობისა და გადარჩენისთვის ბრძოლის პირობებში კაცობრიობის ბედ-იღბალი ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
Netflix-ის სერიალში მთავარ როლებს ჯენიფერ კონელი, დევიდ დიგსი, შონ ბინი და სხვა ვარსკვლავები ასრულებენ. გირჩევთ სერიალის შემდეგ 2013 წლის ფილმსაც უყუროთ, ხოლო თუ კიდევ უფრო მეტად ჩაღრმავებას გადაწყვეტთ, ინტერნეტში ფრანგული გრაფიკული ნოველა Le Transperceneige უნდა მოიძიოთ.