#მუსიკა

წინანდლის მამულები კლასიკური მუსიკის ჰანგებშია გახვეული

გაზიარება:

მეშვიდე წელია, რაც კლასიკური მუსიკა წინანდლის მამულების მთავარი მასპინძლის როლს ირგებს, ამფითეატრის სცენა კი მსოფლიო ვირტუოზებს ეთმობა. კლასიკური მუსიკის მოყვარულები კახეთის ისტორიულ გარემოში იყრიან თავს, რათა მუსიკის ნოტებისა და ღვინის სურნელით გაჯერებული ჰაერით დატკბნენ.

წინანდლის ფესტივალი, Tsinandali Festival

წელს, 4 სექტემბრიდან მოყოლებული, წინანდლის ფესტივალზე თავიანთ შემოქმედებას ისეთი მუსიკოსები შეასრულებენ, როგორებიც არიან დანიელ ბლენდალფი, ბეზჰოდ აბდურაიმოვი, გიორგი გიგაშვილი, ცოტნე ზედგინიძე, სარა ფერანდესი, პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი ჯანანდრეა ნოზედას დირიჟორობით, პაბლო ფერანდესი, ჩინ ჯაო და სხვები. ფესტივალს ლეგენდარული დირიჟორი ზუბინ მეტა, მალერის პირველი სიმფონიის თანმხლებით, 14 სექტემბერს დახურავს.

S-society, Marketing Hub, ნინო ელიავა, სალომე ტოშკუა, nino eliava, salome toshkua, სობრანიე, Sobranie, წინანდლის ფესტივალი, Tsinandali Festival

წლევანდელი ფესტივალის ნაწილი გახლავთ S-society, რომელიც Marketing Hub-თან თანამშრომლობით, სტუმრებს ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი კულტურული დღეების განმავლობაში კიდევ ერთ დაუვიწყარ გამოცდილებას სთავაზობს.

Marketing Hub-ის სპეციალური პროექტის ფარგლებში, S-society-მ წინანდლის ფესტივალზე კონტენტ კრეატორები, სალომე ტოშკუა და ნინო ელიავა მიიწვია. ისინი თავიანთ გამომწერებს საიდუმლო საზოგადოების უნიკალურ გამოცდილებას უზიარებენ, რომელიც ამჯერად ხელოვნებას, ისტორიასა და მუსიკას აერთიანებს. ამასთან, ფესტივალის განმავლობაში S-society თავის გამომწერებს წინანდლის დღეებზე დასწრების საშუალებას აძლევს – სოციალურ ქსელში გათამაშების გამარჯვებულები ამ დღეების ნაწილი ხდებიან.

S-society, წინანდლის ფესტივალი, Tsinandali Festival

ალექსანდრე ჭავჭავაძის მამული, სადაც საუკუნეების წინათ ხელოვნებისა და ესთეტიკური სილამაზის მოყვარულები იკრიბებოდნენ, დღესაც ამ ტრადიციის გამგრძელებელია. S-society-ს მიზანიც ის არის, შეგვახსენოს, რომ განსაკუთრებული გამოცდილებების ძიების ხელოვნება კვლავაც ცოცხალი და აქტუალურია.

S-society, Marketing Hub, ნინო ელიავა, სალომე ტოშკუა, nino eliava, salome toshkua, სობრანიე, Sobranie, წინანდლის ფესტივალი, Tsinandali Festival S-society, Marketing Hub, ნინო ელიავა, სალომე ტოშკუა, nino eliava, salome toshkua, სობრანიე, Sobranie, წინანდლის ფესტივალი, Tsinandali Festival
ზევით