ისტორიული გადაწყვეტილება ბრიტანეთში: MI6-ის ხელმძღვანელად ბლეიზ მეტრეველი დაინიშნა
ბლეიზ მეტრეველი გახდა პირველი ქალი, რომელიც დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურს უხელმძღვანელებს.
ხვალ, Ad Summit Tbilisi ციფრული სფეროს ენთუზიასტების წინაშე 2025 წლის გამოშვებით წარდგება. ქართულ სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური ციფრული მარკეტინგის სამიტი უკვე მესამედ, ამჯერად Radisson Red-ში ჩატარდება.
წლევანდელი სამიტი რეგიონის ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიების – Global Tech Weekend Tbilisi 2025 ფარგლებში გაიმართება. Hapttic-თან და ცნობილ ქართველ კონტენტ კრეატორთან, გიორგი დანელიასთან კოლაბორაციით, Ad Summit უნიკალურ ღონისძიება “Tech Powered Content Creators: Using Technology to Shape the Future of Content”-ს უმასპინძლებს.
ღონისძიების მთავარი ფოკუსი თანამედროვე სამყაროში კონტენტის შექმნისას ტექნოლოგიების როლსა და მნიშვნელობაზე გაკეთდება.
Ad Summit Tbilisi 2025-ის განსაკუთრებული სტუმარი გახლავთ Jamie Rawsthorne. "The Zac and Jay Show" YouTube Channel-ის შემქმნელი და დღეისთვის ერთ-ერთი გამორჩეული YouTube სტრატეგი, 20 ივნისს ეწვევა საქართველოს და Ad Summit-ის სცენაზე წარდგება. ის გაგიზიარებთ თავის უნიკალურ გამოცდილებას და შეხედულებებს YouTube-ის სამყაროზე.
Jamie-სთან ერთად, Keynote Speech-ებსა და პანელურ დისკუსიებში მონაწილეობას მიიღებენ ქართული ციფრული სივრცის წამყვანი სახეები:
ღონისძიების წამყვანი კი ნინუცა მაყაშვილი იქნება.
Ad Summit უკვე მესამე წელია ქართველი მარკეტერებისა და ციფრული სფეროთი დაინტერესებული ადამიანების დამაკავშირებელ ქართულ პლატფორმას ქმნის. დამფუძნებლების მიზანია, შექმნან სივრცე, რომელიც შთაგონების და პროფესიული მიგნებების გაზიარების მედიუმად იქცევა.
ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, გაიცნოთ დარგის ლიდერები, მოუსმინოთ მათ ისტორიებს, მიიღოთ ღირებული რჩევები და დაამყაროთ სასარგებლო კონტაქტები.
ღონისძიებაზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ვისაც აინტერესებს ციფრული და კონტენტ მარკეტინგი და მასთან დაკავშირებული ციფრული სფეროები. Ad Summit Tbilisi 2025 არის არა მხოლოდ საგანმანათლებლო, არამედ ინსპირაციული პლატფორმა, სადაც შეიკრიბებიან ქართველი და უცხოელი YouTube-ერები და ისაუბრებენ საკუთარ გამოცდილებასა და განვლილ გზაზე.
ბილეთების შეძენა შეგიძლიათ აქ: tkt.ge