თბილისის სილამაზის ინდუსტრიას კიდევ ერთი ადგილი შეემატა, სადაც მომხმარებელს ერთ სივრცეში მრავალფეროვანი მომსახურების მიღება შეეძლება. ეს სივრცე Beauty Studio by Kani გახლავთ, რომელიც 6 ივლისს გაიხსნა.

სალონში შესაძლებლობა გექნებათ ჩაიტაროთ თმისა და ფრჩხილის მოვლის პროცედურები, გაიკეთოთ პროფესიონალური მაკიაჟი, ასევე წარბისა და წამწამის ლამინირება და სახისა და სხეულის სხვადასხვა ტიპის მასაჟები.

6 ივლისის გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ ბრენდის შემქმნელები, ინფლუენსერები და სტუმრები, რომლებსაც საშუალება ჰქონდათ პირადად გასცნობოდნენ სალონის მომსახურებას, ატმოსფეროსა და პერსონალს. საღამო საჩუქრებითა და გათამაშებით დასრულდა.

Beauty Studio by Kani კლინიკა „კანის“ და „კანი ესთეტიკის“ შენობაში, სააკაძის დაღმართი #11-ში მდებარეობს.