ჯიჯი ჰადიდმა 30 წლის იუბილე ნიუ-იორკში ვარსკვლავურ წრეში აღნიშნა
ჯიჯი ჰადიდმა 30 წლის იუბილე ნიუ-იორკში ბრედლი კუპერთან და ვარსკვლავურ სტუმრებთან ერთად აღნიშნა.
Fast and Furious-ის მსახიობის და ყველასათვის საყვარელი პოლ უოკერის ქალიშვილი ის პატარა ცისფერთვალება გოგონა აღარაა, ყველას რომ გვახსოვს, მედოუ რეინ უოლკერი @paulwalkerfdn-ის დამფუძნებელი და @everyonesinvited-ის ამბასადორი სულ რამდენიმე დღის წინ რჩეულზე ლუის ტორნტონ-ალანზე დაქორწინდა.
იცით რომელია ყველაზე ემოციური მომენტი მედოუს ქორწილის? - როდესაც მას საკურთხევლამდე საყვარელი ნათლია და გარდაცვლილი მამის საუკეთესო მეგობარი ვინ დიზელი მიაცილებს.
მედოუმ და ლუისმა მათი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღისთვის, ზღვისპირა ლოკაცია შეარჩიეს, ულამაზესი ხედებით, ქორწილი მოკრძალებული გახლდათ, მას მხოლოდ წყვილის ნათესავები და უახლოესი ადამიანები ესწრებოდნენ. ულამაზეს მედოუს ელეგანტური საპატარძლო კაბა ამშვენებდა მოდის სახლ Givenchy-სგან, ლუისს კი კლასიკური შავი კოსტუმი ჰქონდა შერჩეული.
მეტად ზღაპრული ცერემონია ვერც წარმოგვედგინა, გულწრფელად რომ ვთქვა, ის ძალიან მარტივი იყო. მე და ლუისმა დასაწყისიდან ზუსტად ვიცოდით რა გვსურდა - მედოუ რეინ უოლკერი.
საქორწინო ცერემონიის შემდეგ სტუმრებმა და ახალდაქორწინებულებმა ულამაზეს წვეულებაზე გადაინაცვლეს, რომელიც სავსე იყო ბედნიერი მომენტებით და ღიმილით.