„კარმინა ბურანა“ გაბორ ჰოლერუნგის დირიჟორობით
#მუსიკაფესტივალ "შემოდგომის თბილისის" ფარგლებში, 12 ოქტომბერს ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში, საგუნდო მუსიკის კონცერტია ჩანიშნული. სცენაზე კარლ ორფის სასცენო კანტატას, "კარმინა ბურანას" ქართველი მუსიკოსები და უნგრელი დირიჟორი გაბორ ჰოლერუნგი გააცოცხლებენ.