დეკორი

მსოფლიოს 10 ყველაზე საშიში და ამავდროულად საინტერესო არქიტექტურული ნაგებობა

მსოფლიოს 10 ყველაზე საშიში და ამავდროულად საინტერესო არქიტექტურული ნაგებობა

უჩვეულო ექსტერიერით, ასიმეტრიული, ზოგჯერ კი უფანჯრო კედლებითა და საშიში განათებებით, ზოგიერთი შენობა დასანახადაც იმდენად შემზარავია, რომ მათში შესვლა ნამდვილად საორჭოფოა. რამდენად საშიშადაც არ უნდა გამოიყურებოდეს ნაგებობა, ერთი რამ უდავოა, ის განსაკუთრებულ ხიბლს მატებს ქალაქს და ყოველთვის უნიკალური და განსაკუთრებულია.

5 ყველაზე გიჟური ფუტურისტული სახლი, რომელიც რეალურად არსებობს

5 ყველაზე გიჟური ფუტურისტული სახლი, რომელიც რეალურად არსებობს

ფუტურისტული დიზაინის ნაგებობები თანამედროვე არქიტექტურაში სულ უფრო პოპულარული ხდება. ბიოფორმული შენობები გრავიტაციის საწინააღმდეგო პრინციპით არის აშენებული და ერთი შეხედვით, ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიზუალი გვგონია. თუმცა, თანამედროვე არქიტექტურის ნიმუშები, რომელებსაც ამ სტატიაში გაგაცნობთ, რეალურია და მთელი მსოფლიოს გარეშემოა მიმოფანტული.

ბრუტალისტურ-ტროპიკული სახლი

ბრუტალისტურ-ტროპიკული სახლი

ტროპიკული გარემო და სახლის უცნაური გეომეტრია კარგად არის გამოყენებული ენერგოეფექტურობისთვის. მაგალითად, სამზარეულო ღია სივრცეში განთავსდა და მარტივად იქნა გამოყენებული ბუნებრივი ვენტილაცია. ხოლო უჩვეულო გეომეტრია დაკიდებული ფასადით შენობას პირდაპირი მზის სხივებისგან იცავს. ბინადრებმა ხელოვნურ კონდიცირებაზე უარი თქვეს.

Saint-Pères: პარიზული შედევრი დიზაინერ ჰიუგო ტოროსგან

Saint-Pères: პარიზული შედევრი დიზაინერ ჰიუგო ტოროსგან

პარიზის სენ-ჟერმენ-დე-პრეს რაიონში, დიზაინერმა ჰიუგო ტორომ, კლასიკური ფრანგული ელემენტებისა და თანამედროვე დეტალების მიმზიდველი ნაზავით, ინტერიერის დიზაინის ერთ-ერთი გამორჩეულად მიმზიდველი ნიმუში შექმნა. თამამი ფერები, უნიკალური ფორმები და მრავალფეროვანი დეტალები Saint-Pères-ში ქმნიან სივრცეს, რომელიც ეწინააღმედება დოქტრინებს და წარმოაჩენს ტოროს უსაზღვრო კრეატიულობას.

2023 წლის ინტერიერის დიზაინის ტრენდები და ნივთები, რომლებიც უნდა შევიძინოთ

2023 წლის ინტერიერის დიზაინის ტრენდები და ნივთები, რომლებიც უნდა შევიძინოთ

ინტერიერის დიზაინის ტენდენციები ხშირად რეაქციაა უფრო დიდ კულტურულ მომენტებზე, როგორიცაა სტრესი, „გავლენის მოშორება“ და ორგანულ, ეკომეგობრულ მასალებში ინვესტირების სურვილი. შედეგად, ჩვენ ვხედავთ ნაკლებ მიკრო ტენდენციებს და მეტ დიზაინს, რომლებიც დროის გამოცდას გაუძლებს.

სტივენსონის სახლი: ჯეინ ოსტინის საცხოვრებელი, რომლის კედლებშიც რევოლუციური რომანები დაიწერა

სტივენსონის სახლი: ჯეინ ოსტინის საცხოვრებელი, რომლის კედლებშიც რევოლუციური რომანები დაიწერა

ჯეინ ოსტინის და მისი შემოქმედების გულშემატკივრებს, ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა გახდნენ სახლის მფლობელები, რომელშიც ჯეინ ოსტინმა ცხოვრების დიდი ნაწილი გაატარა და რომლის კედლებშიც რევოლუციური რომანები დაიწერა. სტივენტონის სახლი, ჰემფშირში 8.5 მილიონ ფუნტ სტერლინგადაა შეფასებული.

გვინეტ პელტროუს საოჯახო სასტუმრო სახლი Airbnb-ზე გასაქირავებლად განთავსდება

გვინეტ პელტროუს საოჯახო სასტუმრო სახლი Airbnb-ზე გასაქირავებლად განთავსდება

გვინეტ პელტროუმ Airbnb-თან თანამშრომლობის შედეგად, მონტეციტოს საოჯახო სასტუმრო სახლი, პლატფორმაზე განათავსა და იღბლიან ადამიანს საშუალებას აძლევს სექტემბრის ერთი ღამე მის სახლში გაატაროს.

კორტნი კოქსის სახლი მაიამის სანაპიროზე - ნამდვილი ოაზისი „მეგობრებისთვის“

კორტნი კოქსის სახლი მაიამის სანაპიროზე - ნამდვილი ოაზისი „მეგობრებისთვის“

მანამ სანამ კორქნი კოქსი სამსახიობო კარიერას აირჩევდა, არქიტექტორობაზე ოცნებობდა. ჰოლივუდში საოცრად წარმატებული კარიერის მოწყობამდე, კოლეჯში არქიტექტურულ კურსებზეც კი ჩაეწერა და რეკონსტრუქციის, დეკორაციისა და რენოვაციის მიმართ ინტერესი არასდროს დაუკარგავს.

ინტერიერის დიზაინის 15 საუკეთესო ნიმუში ფილმებიდან

ინტერიერის დიზაინის 15 საუკეთესო ნიმუში ფილმებიდან

რომელ ჩვენგანს არ გასჩენია უეს ანდერსონის ფილმების ხილვის შემდეგ ინტერიერის დიზაინის თავიდან ბოლომდე შეცვლის სურვილი? - ფერთა საოცარი შეხამება და სიმეტრიულობა ხომ რეჟისორის ფილმების თანმდევი მახასიათებლებია. ანდერსონის თითოეული ეკრანიზაციის, განსაკუთრებით Hotel Chevalier და The Grand Budapest Hotel-ის თითოეულ სცენას, საოცარი ესთეტიკურობისა და მყუდროების შეგრძნება მოაქვს.

გაუდის მომაჯადოებელი სამყარო: ადამიანი, რომელმაც ბარსელონის არქიტექტურა გარდაქმნა

გაუდის მომაჯადოებელი სამყარო: ადამიანი, რომელმაც ბარსელონის არქიტექტურა გარდაქმნა

ბარსელონა საქვეყნოდ ცნობილია თავისი განსაცვიფრებელი არქიტექტურით და ადამიანით, რომელსაც ამ არქიტექტურის ფორმირების პროცესში ფასდაუდებელი წვლილი მიუძღვის. სწორად მიმიხვდით, საუბარი მაქვს ანტონი გაუდიზე, ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე აღსაფრთოვანებელ ფიგურაზე არქიტექტურის ისტორიაში, რომელმაც თავისი უნიკალური და ინოვაციური ნამუშევრებით, ბარსელონა ღია ცის ქვეშ გამოფენილ სამუზეუმო ექსპონატად აქცია.

ზევით