კინო

SQUID GAME: NETFLIX-ის მორიგი პოპულარული სერიალი

SQUID GAME: NETFLIX-ის მორიგი პოპულარული სერიალი

სულ რაღაც 11 დღე გავიდა, მას შემდეგ, რაც საკაბელო ტელევიზია Netflix-მა ახალი სამხრეთკორეული სერიალის Squid Game-ის პირველი სეზონი წარადგინა და თამამად შეიძლება განვაცხადოთ, რომ ის მსოფლიოს უკვე იპყრობს. სოციალური ექსპერიმენტი და თამაში, რომელშიც მონაწილეებს შეცდომის დაშვების უფლება არ აქვთ - Squid Game დამაინტრიგებელი სიუჟეტით მილიონობით ადამიანი უკვე ჩაითრია და კიდევ ერთხელ მისცა იმის საშუალება, სერიალი ერთი ამოსუნთქვით ენახა.

20 ფილმი, რომელიც საუკეთესო საშემოდგომო განწყობას შეგიქმნით

20 ფილმი, რომელიც საუკეთესო საშემოდგომო განწყობას შეგიქმნით

შემოდგომის მაგიას ვერავინ უარყოფს, ამ სეზონს აქვს რაღაც ჯადოსნური, რომელიც ყველას რაღაც ახლის დაწყებასა და რაღაცის დასასრულს ერთდროულად გვამცნობს, რაც ყველაზე კარგად კინემატოგრაფიაში აისახება და ალბათ სწორედ ეს გახლავთ იმის მთავარი საბაბი, რომ ამ სეზონის ფილმები განსაკუთრებულად გვიყვარს.

ნიკოლ კიდმანის ოქროს ასაკი

ნიკოლ კიდმანის ოქროს ასაკი

54 წლის ავსტრალიელი მსახიობი, მომღერალი და პროდიუსერი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი ქალი ნიკოლ კიდმანი ამერიკულ Harper's Bazaar-ის ახალი ნომრის მთავარ გმირად მოგვევლინა და ეს ნიკოლის სწორედ ის გამოჩენაა, რომელიც ასე დიდხანს და ძალიან გვაკლდა.

Emmy 2021: დაჯილდოების ტრიუმფატორები და გამარჯვებულები

Emmy 2021: დაჯილდოების ტრიუმფატორები და გამარჯვებულები

ამერიკული სატელევიზიო პრემიის, Emmy-ს რიგით 73-ე დაჯილდოების მთავარ ნომინანტებს შორის, ჩვენი გადამრჩენელი სერიალებისა და მსახიობების ამოკითხვა 2 თვის წინ შევძელით და მათი გულშემატკივრები გასულ ღამესაც ვიყავით. წელს, ნომინაციების რაოდენობით (24 ნომინაციით) ისტორიული დრამა The Crown და სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის სერიალი The Mandalorian ლიდერობდნენ, თუმცა, გამარჯვება The Crown-მა და The Queen's Gambit-მა მოიპოვეს.

ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ს დეზინფორმაციის გავრცელებისთვის სასამართლოში უჩივის

ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ს დეზინფორმაციის გავრცელებისთვის სასამართლოში უჩივის

ჭადრაკის ქართველი ლეგენდა ნონა გაფრინდაშვილი, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სახელგანთქმულ საკაბელო ტელევიზია Netflix-ს სასამართლოში, სენსაციად ქცეული მინისერიალის The Queens Gambit-ში გაჟღერებული სექსისტური დეზინფორმაციის გამო უჩივის.

ჯენიფერ ლავ ჰიუიტი დედა მესამედ გახდა

ჯენიფერ ლავ ჰიუიტი დედა მესამედ გახდა

42 წლის მსახიობი, ჯენიფერ ლავ ჰიუიტი და მისი მეუღლე ბრაიან ჰალისეი მშობლები კიდევ ერთხელ გახდნენ. წყვილს ვაჟი - ეიდენ ჯეიმს ჰალისეი შეეძინა. სიახლე ჯენიფერმა საზოგადოებას Instagram-ზე გამოქვეყნებული პოსტით გაუზიარა.

ლევან საგინაშვილი Netflix-ის ფილმში მიიღებს მონაწილეობას

ლევან საგინაშვილი Netflix-ის ფილმში მიიღებს მონაწილეობას

ქართველი ჰალკი - მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მკლავჭიდელი ლევან საგინაშვილი Netflix-ის ახალ ფილმში გამოჩნდება. სიახლე, თავად ლევანისგან გახდა ცნობილი, როდესაც ქართველმა მკლავჭიდელმა პოდკასტში "მტკივნეული შოუ" განაცხადა, რომ ის სემ ჰარგრეივის ახალ ნამუშევარში Extraction 2-ში მიიღებს მონაწილეობას.

20 უცნობი ფოტოსურათი ჟან-პოლ ბელმონდოს ცხოვრებიდან

20 უცნობი ფოტოსურათი ჟან-პოლ ბელმონდოს ცხოვრებიდან

6 სექტემბერს, 88 წლის ასაკში, კინოინდუსტრია ფრანგული "ახალი ტალღის" ვეტერან მსახიობ ჟან-პოლ ბელმონდოს დაემშვიდობა. 50-წლიანი ბრწყინვალე სამსახიობო კარიერის, არასტანდარტული გარეგნობისა და ყველაზე სარისკო სიტუაციებშიც კი დუბლიორის გარეშე შესრულებული როლების წყალობით, ბელმონდო ისეთი რეჟისორების ოქროს ბიჭად ითვლებოდა, როგორებიც: ჟან-ლუგ გოდარი, ლუის მალე, ფრანსუა ტრიუფო, კლოდ ლელუში, ჟან-პოლ რაპენო თუ ჯარედ ური იყვნენ.

დეა კულუმბეგაშვილი სან სებასტიანის კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე იქნება

დეა კულუმბეგაშვილი სან სებასტიანის კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე იქნება

გასულ წელს, ქართველი რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი ფილმით „დასაწყისი“ სან სებასტიანის კინოფესტივალს ესტუმრა და ნამდვილი ტრიუმფიც მოახდინა. დეას სრულმეტრაჟიანმა ფილმმა 4 ჯილდო მოიპოვა, მათ შორის გახლდათ კინოფესტივალის მთავარი პრიზი „ოქროს ნიჟარა”. წელს კი რეჟისორი თავად მოგვევლინება კინოფესტივალის ჟიურის წევრად, ინფორმაციას ამ სიახლის შესახებ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ანია ტეილორ-ჯოი: ვინტაჟურ ბარბს აცვია Dior Haute Couture

ანია ტეილორ-ჯოი: ვინტაჟურ ბარბს აცვია Dior Haute Couture

ვენეციის რიგით 78-ე კინოფესტივალზე, ფსიქოლოგიური თრილერის - Last Night in Soho-ს პრემიერის ჯერიც დადგა და ვინ თუ არა ანია ტეილორ-ჯოი წითელ ხალიჩაზე გაბრწყინებული ვიხილეთ. 25 წლის ამომავალი ვარსკვლავი ედგარ რაითის ახალ ფილმში მთავარ როლს ასრულებს.

ზევით