#კინო

SQUID GAME: NETFLIX-ის მორიგი პოპულარული სერიალი

გაზიარება:

სულ რაღაც 11 დღე გავიდა, მას შემდეგ, რაც საკაბელო ტელევიზია Netflix-მა ახალი სამხრეთკორეული სერიალის Squid Game-ის პირველი სეზონი წარადგინა და თამამად შეიძლება განვაცხადოთ, რომ ის მსოფლიოს უკვე იპყრობს. სოციალური ექსპერიმენტი და თამაში, რომელშიც მონაწილეებს შეცდომის დაშვების უფლება არ აქვთ - Squid Game დამაინტრიგებელი სიუჟეტით მილიონობით ადამიანი უკვე ჩაითრია და კიდევ ერთხელ მისცა იმის საშუალება, სერიალი ერთი ამოსუნთქვით ენახა.

Netflix-ის ისტორიაში პირველად, ყველაზე ნახვად სერიალების სათავეში სამხრეთკორეული ნამუშევარი მოექცა, მიუხედავად იმისა, რომ Squid Game-ს გამოუჩნდნენ, მოწინააღმდეგეები, რომლებიც ირწმუნებიან, რომ სერიალი ზედმეტად სასტიკია, მისი თაყვანისმცემელთა რიგები ბევრად დიდია და ისინი საკუთარ აღფრთოვანებას შეთქმულების თეორიისა და ფილოსოფიური შტრიხების მიმართ ხმამაღლა გამოხატავენ.

სიუჟეტის შესახებ

ყველაფერი მარტივად იწყება, 456 ადამიანი საკუთარი ნებით იღებს მონაწილეობას თამაშებში, რომელიც ერთი შეხედვით ბავშვურ გასართობს მოგაგონებთ, თუმცა საქმე ისაა, რომ დიდი საპრიზო ფონდისთვის ეს ადამიანები საკუთარი სიცოცხლის ფასად თამაშობენ, დაგაინტერესათ, არა?

თამაშის მონაწილეები შემთხვევითობის პრინციპით როდი არიან შერჩეული, ნურას უკაცრავად, ამ ადამიანებს სერიოზული  ფინანსური პრობლემები, პრობლემები კანონთან ან სულაც უკურნებელი დაავადებები აერთიანებთ და ცხოვრებაში დასაკარგიც აღარაფერი აქვთ.

შემთხვევით რომ არ დაგასპოილეროთ და გვერწმუნეთ, ყოველი დეტალის მოყოლა ნამდვილად გვსურს, გეტყვით, რომ Squi Game-ს რეალურად დაძაბული ატმოსფერო, მისტიკური გარემო და ყველაფერზე წამსვლელი ადამიანები ამდიდრებენ. რაზეა წამსვლელი ადამიანი 30 მილიარდი ევროსთვის? - ამ კითხვაზე პასუხს სერიალის ხილვისას მიიღებთ.

ზევით