შვილების პორტრეტების შემდეგ, კემბრიჯის ჰერცოგინიამ, საკუთარი ფოტოწიგნის გამოსვლა დაანონსა, რომელიც დიდ ბრიტანეთში, კარანტინის პერიოდში გადაღებული სურათებისგან იქნება შემდგარი. ქეითმა გადაწყვიტა, მრავლისმთქმელი კადრების სახით ეჩვენებინა, თუ როგორ იძირებოდა ქვეყანა ლოქდაუნში და რა გავლენას ახდენდა Covid 19 დიდ ბრიტანეთზე.