ენი ლებოვიცის ფოტოკრებულში მოყოლილი მოდური ისტორიები
#ფოტოამბავიათწლეულების განმავლობაში ენი ლებოვიცი ქმნიდა მოდის ფოტოგრაფიის პირად ისტორიას, ისტორიას ცვლილებებზე, გარდაქმნებზე, ახლებური პერსპექტივიდან რეალობის დანახვაზე და ზღვარზე, რომელიც რეალურსა და არარეალურ სამყაროს შორის გადის. სწორედ ამ ათწლეულების გამოცდილებას და შეუდარებელ ფოტოკადრებს მოუყარა ენიმ თავი ახალ წიგნში, ფოტოებს, რომლებიც მისი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვან დეტალებს, პერიოდსა და ხედვას აღბეჭდავენ.