#ფოტოამბავი

მიტოვებული შენობების ესთეტიკა სამეგრელოდან

გაზიარება:

ნანგრევებად ქცეული, მიტოვებული შენობები საქართველოში იმაზე მეტ ესთეტიკას ინახავენ, იმაზე მეტს გვიამბობენ და გვახსენებენ, ვიდრე ლამაზად მოკაზმული, შინაგანად დაცლილი შენობები. ჩვენი ქვეყნის ყოველი ნანგრევი, რომ მუზეუმია, ეს არტკონსულტანტმა ლიკა ჭკუასელმა დღეს კიდევ ერთხელ შეგვახსენა, როდესაც სოციალური ქსელის მეშვეობით სამეგრელოში მოგზაურობის ფოტორეპორტაჟი გაგვიზიარა.

„ეს არის ბალნეოლოგიური კურორტი მენჯი, სამეგრელოში. 1938-ში დაიწყო მშენებლობა თუ არ ვცდები.

დაუჯერებელი სილამაზის ადგილია, დიდებული რასაც ქვია - არქიტექტურით, სასწაულმოქმედი თურმე სამკურნალო წყლით, ძალიან ბევრი გამოჯანმრთელებული ადამიანის ისტორიით წარსულში. ასევე წარსულში - მთელი წლის განმავლობაში აყვავებული სამკურნალო ტურიზმით და ირგვლივ დასახლებული, დასაქმებული ბედნიერი ადამიანებით.

ქვეყნის მასშტაბით ბევრი და მრავალფეროვნად საოცარი კულტურული მემკვიდრეობა გვაქვს. თითოეულის ნახვის დროს: გაოცება. აღფრთოვანება. სევდა. ბრაზი. ამ ქვეყნის უფრო შეყვარება. უსაზღვრო პოტენციალის კიდევ ერთხელ გააზრება. ისევ ბრაზი. ბრაზი. და შიში. ვინც იყიდის/ხელს მოკიდებს, როგორ გააკეთებს.

კიდევ ერთი კულტურის სახლი. იტალიელების აშენებული, შემდეგ საბჭოურად განახლებული - ეხლა მიტოვებული. ძალიან ლამაზი ეზოც აქვს სოფელი მარანი, სამეგრელო“.

ზევით