სპორტი

საბა ქუმარიტაშვილმა ბიძაშვილის ხსოვნას პატივი პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე მიაგო

საბა ქუმარიტაშვილმა ბიძაშვილის ხსოვნას პატივი პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე მიაგო

პეკინში, ზამთრის რიგით 24-ე ოლიმპიურ თამაშებზე, საქართველოს სახელით მოასპარეზე ერთადეერთმა მოციგავემ საბა ქუმარიტაშვილმა ასპარეზი დაასრულა. საბამ, სამი დაშვების შემდეგ 31-ე ადგილი დაიკავა, თუმცა ოლიმპიურ თამაშებზე გამოჩენით ოცნებაც აიხდინა და ტრაგიკულად გარდაცვლილ ბიძაშვილის - ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნას პატივი ღირსეულად მიაგო.

„ჰალ სიტის“ ახალ მწვრთნელს შოთა არველაძეს სიმღერა დაუწერეს

„ჰალ სიტის“ ახალ მწვრთნელს შოთა არველაძეს სიმღერა დაუწერეს

48 წლის ქართველმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ „ჰალ სიტის“ მთავარი მწვრთნელის ამპლუაში პირველი მოგება იზეიმა და ინგლისში ჩინებული დებიუტიც შედგა. „სუონსის“ დამარცხების შემდეგ კლუბის ბედნიერმა თაყვანისმცემლებმა ახალ მწვრთნელს სიმღერა დაუწერეს და მოედანზე შეასრულეს.

26 თებერვალს ტურნირი „თეზოს თასი“ მერვედ გაიმართება

26 თებერვალს ტურნირი „თეზოს თასი“ მერვედ გაიმართება

ულამაზესი პანორამული ხედებისა და სვანური კოშკების ფონზე, 26 თებერვალს. სვანეთში, კურორტ ჰაწვალზე თეზო ჯაფარიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი - „თეზოს თასი“ მერვედ გაიმართება. ტურნირი ამჯერადაც მოყვარულ მოთხილამურეებს შორის, გიგანტურ სლალომში ტარდება და მასში მონაწილეობის მიღება 18 წლიდან ყველა მსურველს შეუძლია (გარდა პროფესიონალი სპორტსმენებისა).

ნოვაკ ჯოკოვიჩმა ავსტრალიის მთავრობას სასამართლო დავა მოუგო

ნოვაკ ჯოკოვიჩმა ავსტრალიის მთავრობას სასამართლო დავა მოუგო

მსოფლიოს მოქმედი პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიაში რჩება. სერბმა სპორტსმენმა 10 იანვარს, ავსტრალიის მთავრობის წინააღმდეგ სასამართლო დავა მოიგო და ამრიგად ქვეყნიდან დეპორტაცია აიცილა. საქმე ის გახლავთ, რომ  Australian Open-ზე ჩასულ ჩოგბურთელს აუცრელობის გამო 5 იანვარს სასაზღვრო პოლიციამ ვიზა გაუუქმა და ქვეყანაში შესვლის უფლებაც არ მისცა, რის შემდეგაც ჯოკოვიჩი საიმიგრაციო დაკავების სასტუმროში გადაიყვანეს.

ლაშა ტალახაძე მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონია

ლაშა ტალახაძე მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონია

ლაშა ტალახაძისთვის დაბრკოლებები არ არსებობს, სულ რამდენიმე წუთის წინ, ტაშკენტში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენმა 2 ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა - ატაცში 225 ხოლო აკვრაში 267 კილოგრამი. ლაშამ თავისივე მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა და ორჭიდის ჯამში 492 კილოგრამი ასწია, რითაც მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონის სტატუსიც მოიპოვა.

ეკატერინე გორგოძე წყვილთა თანრიგში ტრანსილვანიის ტურნირის გამარჯვებულია

ეკატერინე გორგოძე წყვილთა თანრიგში ტრანსილვანიის ტურნირის გამარჯვებულია

ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ კიდევ ერთი ტურნირი ტრიუმფალური გამარჯვებით დაასრულა - ეკომ და მისმა რუმინელმა მეწყვილემ, ირინა ბარამ ნიდერლანდურ-სერბული წყვილი კერხოვე/კრუნიჩი სამ სეტში ანგარიშით 4:6 6:1 11:9 დაამარცხეს და წყვილთა თანრიგში ტრანსილვანიის ტურნირის (საპრიზო ფონდი 235 238 დოლარი) გამარჯვებულად მოგვევლინენ.

ნიკოლოზ ბასილაშვილის მორიგი ტრიუმფი ATP ტურის მასტერსზე

ნიკოლოზ ბასილაშვილის მორიგი ტრიუმფი ATP ტურის მასტერსზე

ქართველი ჩოგბურთელი კიდევ ერთხელ გვაოცებს. ნიკოლოზ ბასილაშვილმა ATP ტურის მასტერსზე მეოთხედფინალში კარიერაში პირველად ითამაშა და მსოფლიოს მე-3 ჩოგანი, ბერძენი სტეფანოს ციციპასი სამ სეტში, ანგარიშით 6:4, 2:6, 6:4 დაამარცხა.

17 წლის ძალოსანი ნათია გადელია მსოფლიო ჩემპიონია

17 წლის ძალოსანი ნათია გადელია მსოფლიო ჩემპიონია

საქართველოს ქალ ძალოსანთა ეროვნული გუნდის წევრი, 17 წლის ნათია გადელია საუდის არაბეთის ქალაქ ჯედაში მიმდინარე იუნიორთა მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

ეკატერინე გორგოძემ წყვილთა თანრიგში ვალენსიას ტურნირი მოიგო

ეკატერინე გორგოძემ წყვილთა თანრიგში ვალენსიას ტურნირი მოიგო

29 წლის ეკატერინე გორგოძემ, წყვილთა თანრიგში, ზედიზედ, მეორე ტურნირი მოიგო. 19 სექტემბერს ქართველი ჩოგბურთელი ბელგიელ მეწყვილე ისალინ ბონავენტურესთან ერთად, წყვილთა თანრიგში, ვალენსიას საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონად მოგვევლინა.

ელენე ილურიძე აშშ-ში კოლეჯების უმაღლეს ლიგაში ითამაშებს #NCAA

ელენე ილურიძე აშშ-ში კოლეჯების უმაღლეს ლიგაში ითამაშებს #NCAA

საქართველოს ქალთა საკალათბურთო ნაკრების მოთამაშე, 21 წლის ელენე ილურიძე კარიერას ამერიკაში, კოლეჯების უმაღლეს ლიგაში NCAA-ში გააგრძელებს. ელენემ ტექსასის უნივერსიტეტის გუნდისგან, სრული სტიპენდია მოიპოვა და ამრიგად გახდა მეორე ქართველი კალათბურთელი (პირველი - ნატალია ოთხმეზური), რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში აგრძელებს კარიერას.

ზევით