#მუსიკა

1-ელ ოქტომბერს თბილისში Bruno Mars-ის კონცერტი გაიმართება

გაზიარება:

ესეც ასე, თანავარსკვლავედის მე-7 ვარსკვლავიც შევსებულია, 1-ელ ოქტომბერს Starring Georgia -ს კამპანიის ფარგლებში საქართველოს ლეგენდარული Bruno Mars-ი ეწვევა!

15 გრემის ჯილდოს, 4 Brit Awards-ის, 4 გინესის რეკორდისა და უამრავი მუსიკალური პრიზის მფლობელი Bruno Mars-ი, თანამედროვე შემსრულებლებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი არტისტია. პოპ მუსიკის, R&B, ფანქისა და სოულის სინთეზით ამერიკელი მუსიკოსი სხვადასხვა თაობის საყვარელი შემოქმედი გახდა. ალბომების Doo-Wops & Hooligans, Unorthodox Jukebox და 24K Magic-ის დამსახურებით ვარსკვლავური სტატუსი მალევე მოიპოვა, ხოლო მისი ჰიტები სხვადასხვა თაობის საყვარელ კომპოზიციებად იქცა.

ბილეთების შეძენას 20 ივნისის 10:00 საათიდან იქნება შესაძლებელი, საფასო კატეგორიის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

Starring Georgia 2 წლიანი კამპანიაა, რომლის ფარგლებში საქართველო და შეკვეთილი მთელი თანავარსკვლავედის მასპინძელი გახდება, რადგან ისეთი არტისტები ეწვევიან, რომელთა შემოქმედება სხვადასხვა თაობის და მუსიკალური ჟანრის მსმენელ ადამიანებს აერთიანებს. მათ შორისა Imagine Dragons, The Killers, Nile Rodgers & Chic, FKJ, Damian Lazarus და All Day I Dream.

ზევით