10 ფილმი და სატელევიზიო შოუ, რომელსაც ოქტომბერში მოუთმენლად ველოდებით

ოქტომბერი უკვე კარს მოგვადგა. მოკლე დღეებისა და ცივი ამინდების პარალელურად, სახლში მყუდროდ მოკალათებაზე და საინტერესო ფილმების მომარაგებაზე უნდა დავიწყოთ ფიქრი. ის 10 ფილმი, რომლებიც შემოდგომის სეზონს ყველაზე მეტად უხდება, უკვე წარმოგიდგინეთ, თუმცა ეჭვიც არ გვეპარება, რომ ოქტომბრის თვის პრემიერებიც დაგაინტერესებთ.

1. Our Flag Means Death მე-2 სეზონი (5 ოქტომბერი)

2022 წლის მარტში, HBO Max-ზე გამოჩენის დღიდან Our Flag Means Death ჰიტად იქცა. სერიალი, რომელშიც მოვლენები მე-18 საუკუნეში ვითარდება, მდიდარი მიწის მესაკუთრე-მეკობრედ ქცეული სტედ ბონეტის შესახებ მოგვითხრობს. ის და მისი ეკიპაჟი ზღვებში ცურავენ, ებრძვიან სიკვდილს და ყოველი ახალი გამოცდილებით თავიანთ კავშირს კიდევ უფრო აძლიერებენ. სერიალის მე-2 სეზონის პრემიერა 5 ოქტომბერს Max-ზე შედგება.

2. Kraven the Hunter (6 ოქტომბერი)

Marvel-ის Kraven the Hunter  ფრენჩაიზის ერთ-ერთი საკულტო ბოროტმოქმედის ცხოვრების ისტორიას მოგვითხრობს. ფილმში მთავარ როლს აარონ ტეილორ-ჯონსონი ასრულებს, რომელსაც Marvel-ის სამყაროში პიეტრო მაქსიმოვის/Quicksilver-ის როლში უკვე ვიცნობთ, თუმცა როგორც ჩანს, მსახიობს ახალი როლის მორგებაც არ უჭირს. ფილმში ასევე მონაწილეობენ რასელ ქროუ და არიანა დებოუზი. კრავენის (ასევე ცნობილი როგორც სერგეი კრავინოვი) მოგზაურობას თვალს 6 ოქტომბრიდან მივადევნებთ.

3. Foe (6 ოქტომბერი)

Foe სამეცნიერო ფანტასტიკური თრილერი-დრამაა, რომელიც კანადელი მწერლის, იენ რიდის 2018 წლის ამავე სახელწოდების რომანზეა დაფუძნებული. ფილმში მთავარ როლებს კრიტიკოსების მიერ აღიარებული მსახიობები, სერშა რონანი და პოლ მასკალი ასრულებენ.

4. Cat Person (6 ოქტომბერი)

Cat Person, რომელშიც მთავარ როლებს ემილია ჯონსი, ნიკოლას ბრაუნი და იზაბელა როსელინი ასრულებენ, კოლეჯის მეორე კურსის სტუდენტის - მარგოს ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც სასიყვარულო ურთიერთობების ლაბირინთში ცდილობს გზის გაკვლევას. საბოლოოდ, მარგო გაიცნობს მასზე ასაკით უფროს მამაკაცს - რობერტს, რომელთანც ყველაფერი ისე არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ბნელი კომედია/ფსიქოლოგიური თრილერი 2017 წელს, ამავე სახელწოდების ვირუსულად გავრცელებულ მოთხრობას ეფუძნება, რომელიც დისკომფორტსა და პოტენციურ საფრთხეს ებრძვის, რომელსაც ბევრი ქალი აწყდება მსგავს სიტუაციებში.

5. The Fall of The House of Usher (12 ოქტომბერი)

Netflix-ის The Fall of the House of Usher ორი ძმის (ბრიუს გრინვუდი და მერი მაკდონელი) ისტორიას გვიყვება, რომლებმაც თავიანთი ფარმაცევტული კომპანიის მეშვეობით ქონება დააგროვეს და ცდილობენ შეინარჩუნონ მოპოვებული სიმდიდრე, თუმცა ამ გზაზე ოჯახში სიკვდილს და ტრაგედიას უდებენ სათავეს. სერიალი, რომლის რეჟისორიც მაიკ ფლენეგანი გახლავთ, ედგარ ალან პოს ამავე სახელწოდების მოთხრობას ეფუძნება და შესანიშნავია მათთვის, ვინც კლასიკური საშინელებათა ზღაპრის ახალ ეკრანიზაციას ეძებს.

6. Lessons in Chemistry (13 ოქტომბერი)

Lessons in Chemistry, რომლის პრემიერაც Apple TV+ ზე 13 ოქტომბერსაა ჩანიშნული, ბონი გარმუსის ამავე სახელწოდების რომანის ადაპტაციას წარმოადგენს. სერიალი მოგვითხრობს 1960-იან წლებში მცხოვრები მეცნიერი ქალის, ელიზაბეტ ზოტის ცხოვრების შესახებ, რომელიც ლაბორატორიიდან გათავისუფლების შემდეგ, დიასახლისებისთვის განკუთვნილი კულინარიული შოუს წამყვანის ამპლუიდან ცდილობს, საკუთარი ხმა და სამეცნიერო ცოდნა ქალებს მიაწვდინოს.

7. Taylor Swift: The Eras Tour (13 ოქტომბერი)

დოკუმენტური ფილმი, რომელსაც ტეილორ სვიფტის გულშემატკივრები მოუთმენლად ელიან, დიდ ეკრანებზე 13 ოქტომბრიდან გამოჩნდება. ეს ფილმი იქნება მნიშვნელოვანი შესაძლებლობა მომღერლის ერთგული თაყვანისმცემლებისთვის, რომლებმაც ტეილორის კონცერტზე ბილეთების შეძენა ვერ მოახერხეს. Eras Tour 44 სიმღერისა და ათი განსხვავებული ეპოქისგან შედგება, რომლებიც სვიფტის ალბომების გაერთიანებას წარმოადგენს. საკონცერტო ფილმის ხანგრძლივობაა 2 საათი და 45 წუთი იქნება, რაც ოდნავ უფრო ნაკლებია, ვიდრე მისი ცოცხალი შესრულებები, რომელთა ხანგრძლივობაც 3 საათამდე გრეძელდებოდა.

8. Killers of the Flower Moon (20 ოქტომბერი)

მარტინ სკორსეზეს Killers of the Flower Moon-ში, რომელიც დევიდ გრანის ამავე სახელწოდების ბესტსელერ წიგნზეა დაფუძნებული, მოქმედება მე-20 საუკუნის დასაწყისში, ოკლაჰომაში ვითარდება და ოსაჟის ერის წევრების სერიულ მკვლელობებზე მოგვითხრობს, რომლებიც ნავთობის შეძენის სურვილითაა მოტივირებული. ფილმის ხანგრძლივობა 3 საათი და 26 წუთია, მაგრამ დამაჯერებელი, შემზარავი ამბავი აუცილებლად მიიზიდავს მაყურებელს. ფილმში ლეონარდო დიკაპრიო, ლილი გლადსტონი, რობერტ დე ნირო და მრავალი სხვა ვარსკვლავი იღებს მონაწილეობას.

9. Five Nights at Freddy's (27 ოქტომბერი) 

Five Nights at Freddy's ახლად დაქირავებული დაცვის თანამშრომელის, მაიკ შმიდტის ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც Freddy Fazbear's Pizza-ში არსებულ საშინელებებს აღმოაჩენს. ფილმი დატვირთულია ექშენით და შესანიშნავია ჟანრის თაყვანისმცემლებისთვის. 

10. The Gilded Age მე-2 სეზონი (29 ოქტომბერი)

HBO-ს The Golded Age მეორე სეზონით ბრუნდება. საყვარელი პერიოდის დრამა, Downton Abbey-ს შემქმნელის მიერაა დაწერილი და მე-19 საუკუნის ნიუ-იორკს იკვლევს. ფუფუნების, გლამურისა და სიმდიდრის სამყარო ამ შემოდგომაზე დაბრუნდება და შესანიშნავია პერიოდის დრამის მოყვარულთათვის, რომლებსაც გასართობი Bridgerton-ის სერიების განახლებამდე სჭირდებათ.

ზევით