10 სიმღერა, რომელიც მომღერლებმა ყოფილებს მიუძღვნეს

მაილი საირუსის და შაკირას სუპერპოპულარული ჰიტების Flowers-ისა და Music Sessions #53-ის გამოსვლის შემდეგ, რომლებიც მომღერლებმა საკუთარ ყოფილებს მიუძღვნეს, დაშორების ახალ ბალადებად აქციეს და ამასთანავე თავიანთი სიმღერებით ქალების გაძლიერებასაც შეიწყვეს ხელი, მათ გარშემო საუბარი უბრალოდ არ წყდება.

მაილისა და შაკირას წარუმატებლად დასრულებული სასიყვარულო ურთიერთობების მსგავსი გამოცდილება მუსიკალურ ინდუსტრიას შექმნის დღიდან არა ერთი ახსოვს, გლორია გეინორის ლეგენდარული ჰიტით დაწყებული ტეილორ სვიფტის საკულტო სიმღერებით დასრულებული, წარმოგიდგენთ 10 სიმღერას, რომლებიც დაშორების ჰიტადაც კი იქცნენ.

10. We Are Never Ever Getting Back Together

ტეილორ სვიფტს დაშორებაზე თუ ყოფილებზე სიმღერის დაწერა არასდროს შეშლია, ის ამ საქმის ნამდვილი პროფესიონალია. ათეულის შედგენის პროცესში, დიდხანს ვიფიქრეთ, რომელი სიმღერა ამოგვერჩია ტეილორის რეპერტუარიდან და არჩევანი მაინც ლეგენდარულ We Are Never Ever Getting Back Together-ზე შევაჩერეთ.

9. Lose You to Love Me

იყო დრო, როდესაც მათ გულშემატკივრებს ეგონათ, რომ სელენა გომესის ყოველი სიმღერა ჯასტინ ბიბერს, ჯასტინისა კი სელენას ეძღვნებოდა. უკანასკნელი სიტყვა თავისი რეპერტუარით სელენამ თქვა, როდესაც შთამაგონებელი სიყვარულის ბალადა გამოუშვა სახელწოდებით Lose You To Love Me.

8. Since U Been Gone

კელი კლარკსონის პოპ-როკ სიმღერა დაშორების შემდგომი ჰიმნია, რომელიც ყველაზე გამორჩეულ პერიოდში იჩენს ხოლმე თავს და ხმამაღლა სიმღერისკენაც გვიბიძგებს, ვფიქრობთ, ამ სიმღერით გამოწვეული სიტუაცია ყველასათვის უნდა იყოს ნაცნობი, მინელიანთათვის მაინც.

7. Dancing On My Own

შვედ პოპ მომღერალს დაშორების შემდეგ ისევე ბევრი კითხვა აწუხებდა, როგორც ალბათ ბევრ ჩვენგანს, მაგრამ მათზე პასუხების ძიების ნაცვლად საკუთარი თავისთვის ცეკვისკენ მოგვიწოდა. 

6. Irreplaceable

To the left, to the left / everything you own in a box to the left ვის გახსოვთ ბიონსეს საკულტო სიმღერა, რომელიც მომღერალმა 2006 წელს წარადგინა? R&B ბალადა იყო შეხსენება იმისა, რომ პირველ ყოვლისა საკუთარი თავი უნდა დავაფასოთ და მერე სხვა დანარჩენი, პარტნიორებს კი ზოგჯერ უნდა მივცეთ იმის უფლება, რომ შეცდომები დაუშვან.

5.  Don't Speak

დიდი გამბედაობა იყო საჭირო გვენ სტეფანისთვის, ბენდის ყოფილ შეყვარებულზე სიმღერა დაეწერა და შემდეგ ის მის წინ მთელი გრძნობებითა და ემოციებით შეესრულებინა. No Doubt-ის პირველი ჰიტი არის ხელოვნების ნიმუში, სავსე ახალგაზრდული ემოციებითა და რთული არანჟირებით.

4. You’re So Vain

შესაძლოა, კარლი სიმონის ამ საკულტო სიმღერის სუბიექტის ვინაობა უცნობი დარჩა, თუმცა ამას ხელი სულაც არ შეუშლია სიმღერისთვის, გამოსვლიდან ათწლეულების განმავლობაში მილიონობით ახალი ადრესატი გაეჩინა.

3. You Oughta Know

ალანის მორისეტი 19 წლის იყო, როდესაც ეს სიმღერა ჩაწერა, წლების შემდეგ მომღერალი ამბობდა, რომ მისი არა ერთი ყოფილი იბრალებდა სიმღერის შთაგონებად ყოფნას, რაც ალანისს სასაცილოდაც არ ჰყოფნიდა, რადგან ვის უნდა დასჭირვებოდა ისეთ კაცთან თავის გაიგივება, როგორიც სიმღერის ადრესატი იყო?

2. I’d Rather Go Blind 

ეტა ჯეიმსს შეეძლო სცენაზე ყოფნის დროს სიმღერის 10 წუთიანი ვერსია სულისშემძვრელად შეესრულებინა, თუმცა სტუდიური ჩანაწერიც, თავისი სიმარტივითა და ლაკონიურობით, იმდენადვე სრულყოფილი და დახვეწილია, როგორც ეს ორიგინალში იყო.

1. I Will Survive 

შესაძლოა, გლორია გეინორმა თავისი კარიერის განმავლობაში უკეთესი ჩანაწერებიც შექმნა, მაგრამ I Will Survive  ის საკულტო ჰიტია, რომლითაც გლორიას მსოფლიო დღემდე იცნობს. ბოლო კვირების განმავლობაში, მაილი საირუსის ახალ ჰიტსა და გლორიას უკვდავ ბალადას შორის არა ერთხელ გაავლეს პარალელი და მსგავსება ქვეტექსტსა თუ სიმღერის უსაზღვრო პოპულარობას შორის ცხადზე ცხადია.

თქვენ რომელ სიმღერას დაამატებდით?

ზევით