9 აგვისტოს, ქართველი მაყურებლისთვის Sibler Films-ის რიგით მეორე ნამუშევრის, მოკლემეტრაჟიანი ფილმის სახელწოდებით 10:45 პრემიერა გაიმართა. „8 წუთის“ შემქმნელის, გიორგი გოგიჩაიშვილის ფილმი შესაფერის დროს მოგვევლინა და ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე რთული დღეები გაგვახსენა.
„ეს არის ამბავი ცხოვრების ამაოების შესახებ, რომელიც ღრმა, მოულოდნელ ემოციებს იწვევს... არასდროს დაგვავიწყდება მეოცნებე გოგონას ისტორია, რომელიც გეგმებს აწყობს. მეტს არაფერს გეტყვით, ნახეთ და თავად განსაჯეთ“ - ნათქვამია ფილმის სინოფსისში.
10:45 - ერთი მსახიობის, მარიამ კვიტაიშვილის მონაწილეობით მოკლემეტრაჟიანი ფილმი იმაზე მეტს გვიყვება, ვიდრე უბრალოდ ერთი ადამიანის ისტორიაა. ფილმი ახალგაზრდა გოგოს თითქოს ერთი ჩვეულებრივი დღის შესახებ გვიამბობს, რომელიც მეგობართან სატელეფონო საუბრის დროს თავისი მიზნებისა და ოცნებების შესახებ გვიმხელს. მარიამის გმირი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაზე ოცნებობს, სურს 194 ქვეყანა მოინახულოს და ფილმის მიწურულს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებასაც იღებს - ამ მოგზაურობაში სრულიად მარტო წავიდეს.
ერთი შეხედვით 10:45 მარტივად მოყოლილი ისტორიაა, გოგოზე, მის აკვიატებულ სლოკინსა და სამომავლო გეგმებზე, თუმცა დაკვირვებული მაყურებლის თვალი, ამ დინამიკაში იმ ავის მომასწავებელ დეტალებს აუცილებლად ამოიცნობს, რომელსაც ფილმის უკანასკნელ კადრამდე მივყავართ. ფინალური სცენისთვის მოტოვებული მოულოდნელი შემოჭრა, მაყურებელს პარალიზებულს ტოვებს და თავს დამტყდარი ემოციური ტალღისთვის რამდენიმე წამს აძლევს ყველაფრის გასახსენებლად და მეხსიერებაში ღრმად მიძინებული მოგონებების გასაცოცხლებლად.
გიორგი გოგიჩაიშვილი, 14 წლის წინ, 2008 წლის 9 აგვისტოს, გორის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მძიმე დღეს, განსხვავებული რაკურსიდან გვიჩვენებს. 10:45-ის დასრულებიდან მხოლოდ რამდენიმე წამში ვიწყებთ იმის გაანალიზებას, რომ არც მოკლემეტრაჟიანი ფილმი სახელი და არც პრემიერის დღე არ ყოფილა შემთხვევით შერჩეული.
აუცილებელი არ არის ომის სისასტიკის შესახებ მოთხრობილი ისტორია სისხლითა და სროლის გამაყრუებელი ხმით იყოს სავსე, ზოგჯერ ერთი ადამიანის განზოგადებული ტრაგედია მომხდარზე უფრო მეტს ამბობს და ამის ნათელი მაგალითი 10:45-ია.
რუსული ავიაციის სამიზნედ ქცეული ქალაქ გორისა და მიმდებარე სოფლების დაბომბვას, 2008 წლის 9 აგვისტოს, 25 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
Academy Museum-ში გამართულ კინემატოგრაფიის დღესასწაულის ფონზე გაშლილი წითელი ხალიჩა კაშკაშა ვარსკვლავებმა დაიპყრეს. ერთად გადავავლოთ თვალი ჰოლივუდის გამორჩეული სახეების ავანგარდულ, გლამურულ თუ სადა და ელეგანტურ ლუქებს.
ფილმი, რომელშიც მთავარ როლებს ჩენინგ ტატუმი და ნაომი აკი ასრულებენ, აგვისტოში გამოვიდა, თუმცა პოპულარობა P. Diddy-ს სკანდალის ფონზე მოიპოვა. სოციალურ ქსელებში რეპერსა და ჩენინგ ტატუმის პერსონაჟ, სლეითერ კინგს შორის ავლებენ პარალელს.
გოგონებო, პრინცესას კაბები მოამზადეთ, დედოფალი მია თერმოპოლისი მალე ისევ ეწვევა თავის სამეფოს. უკვე დიდი ხანია ვიცით, „პრინცესას დღიურები“ ტრილოგიით ბრუნდება, თუმცა არ იყო ცნობილი ვიხილავდით თუ არა მასში ენ ჰეთევეის. რამდენიმე დღის წინ კი, მსახიობმა თავად გაგვიზიარა ემოციები მესამე ნაწილში მონაწილეობის შესახებ.