#მუსიკა

12-14 აგვისტოს ბათუმში შავი ზღვის საიუბილეო ჯაზ-ფესტივალი გაიმართება

გაზიარება:

თუ აგვისტოში შვებულების გატარებას ზღვისპირეთში, უფრო კონკრეტულად კი ბათუმში გეგმავთ, მაშინ გირჩევთ მხედველობიდან არ გამოგრჩეთ შავი ზღვის რიგით მე-15 ჯაზ-ფესტივალი, რომელიც წელს 12-14 აგვისტოს გაიმართება. 

ფესტივალის სამი დაუვიწყარი დღის სტუმრები მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები არიან:

12 აგვისტო - „ბორის ბენდ კომბინეიშენი; „ნექსთ მუვმენთ“.

13 აგვისტო - ელ მაკეი & „ერს, ვინდ ენდ ფაია ექსპერიენსი“.

14 აგვისტო - ქენდი დალფერი და მისი ბენდი.

წლევანდელი საიუბილეო ჯაზ-ფესტივალის მასპინძელია: ბათუმის ჩოგბურთის კლუბი.

აბონემენტის მფლობელებს საშუალება აქვთ დაესწრონ ჯემსეიშენს, რომელსაც სამივე დღეს უმასპინძლებს ფესტივალის ოფიციალური პარტნიორი კლუბი „ივერია ბიჩი“. ჯაზ ფესტივალის სტუმრებისთვის კარები 20:00 საათზე გაიხსნება, კონცერტები კი 21:00 საათზე დაიწყება.

ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ შემდეგ ბმულზე: https://link.tbc.ge/Black-Sea-Jazz-Festival

შავი ზღვის ჯაზფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, აჭარის კულტურის სამინისტრო, ბათუმის მერია, ჩეხეთის საელჩო, ჩეხეთის კულტურის ცენტრი, „აპარტ დეველოპმენტი“, რესტორანი „პორტო ფრანკო“, კაფე „პრივეტ იზ ბატუმი“, იმედი TV, რადიო ფორტუნა, რადიო უცნობი, ონლაინ ჟურნალი Marketer.ge, ინტერნეტ გამოცემა “ბათუმელები”, სარეკლამო სააგენტო „ალმა“, „საუნდ სითი“, „ემ ეს ლაითსი“

ზევით