#მუსიკა

18 წლის შემდეგ The Rolling Stones ახალ ალბომს სახელწოდებით Hackney Diamonds-ს გამოუშვებს

გაზიარება:

The Rolling Stones ორიგინალური მასალის ალბომს გამოაქვეყნებს, ეს პირველი შემთხვევა იქნება ლეგენდარული მუსიკალური ბენდისთვის ახალი ალბომის გამოშვების, დრამერის ჩარლი უოტსის გარდაცვალების შემდეგ. Hackney Diamonds ასე ერქმევა ბენდის ახალ ალბომს, რომელიც 12 ტრეკისგან იქნება შემდგარი და 20 ოქტომბერს გამოქვეყნდება. ალბომის დაანონსებასთან ერთად, The Rolling Stones-მა მთავარი სინგლი Angry გაგვიზიარა, რომელშიც მთავარ როლს ახალგაზრდა მსახიობი სინდი სვინი ასრულებს.

მიკ ჯაგერმა, კიტ რიჩარდსმა და რონი ვუდმა, ახალი ალბომის გამოსვლის შესახებ სიახლე ოთხშაბათს, ჰოკნიში გამართულ ღონისძიებაზე გაასაჯაროვეს. „მას შემდეგ რაც ჩარლი წავიდა, ყველაფერი სხვაგვარად იყო, ის მეოთხე ნომერია, რა თქმა უნდა ის ყველას გვენატრება“ - განაცხადა რიჩარდსმა.

კიტ რიჩარდსმა ისიც გაამხილა, რომ ჩარლის ადგილს სტივ ჯორდანი დაიკავებს, თუმცა, რაღა თქმა უნდა ჩარლის კურთხევით: „ჩარლის კურთხევის გარეშე ბევრად უფრო რთული იქნებოდა“, - თქვა რიჩარდსმა და განმარტა, რომ უოტსმა ადრე უთხრა ჯგუფს, რომ სწორედ ჯორდანს უნდა შეეცვალა იგი, თუ ის ოდესმე არ იქნებოდა ახალი სიმღერის ჩაწერისას ცოცხალი. ჩარლი უოტსი 2021 წელს, 80 წლის ასაკში, ყელის კიბოთი გარდაიცვალა, ჯგუფის საიუბილეო 60 წლის ტურნემდე რამდენიმე თვით ადრე.

„ალბომი 12 ტრეკისგან შედგება, რომლის უმეტესობა სტივთან ერთად არის ჩაწერილი, თუმცა გვაქვს ისეთებიც, რომლებიც 2019 წელს ჩარლისთან ერთად ჩავწერეთ“ - განმარტა მიკ ჯაგერმა.

ჩანაწერში მონაწილეობას მიიღებს ლედი გაგა, აგრეთვე არსებობს ჭორები სხვა მოწვეული ვარსკვლავების შესახებ, რომელთა რიგებში შესაძლოა სერ პოლ მაკარტნი და სტივი უანდერი ვიხილოთ.

არ მინდა დიდ თავაზიანობაში ჩამითვალოთ, მაგრამ ჩვენ არ გამოვუშვებდით ამ ალბომს, ნამდვილად რომ არ მოგვწონდეს იგი... ჩვენ საკმაოდ კმაყოფილები ვართ და ვიმედოვნებთ, რომ ის თქვენც მოგეწონებათ“ - განაცხადა მიკ ჯაგერმა.

ზევით