#კინო

ბახვა ბრეგვაძის და ანდრო ჭიჭინაძის წარმატება მადრიდის საერთაშორისო კინოფესტივალზე

გაზიარება:

2022 წლის მადრიდის საერთაშორისო კინოფესტივალზე კომპანია სარაჯიშვილის სარეკლამო ვიდეორგლომა, რომელიც მოკლემეტრაჟიან ფილმად კვალიფიცირდა, ორ მნიშვნელოვან ნომინაციაში გაიმარჯვა. მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლის ჯილდო ანდრო ჭიჭინაძეს ერგო, მოკლემეტრაჟიანი ფილმის საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში კი გამარჯვება ბახვა ბრეგვაძემ მოიპოვა.

სიახლე სოციალურ ქსელში ბახვა ბრეგვაძემ პირადად გაავრცელა: Andro Chichinadze-მ მადრიდის საერთაშორისო კინოფესტივალზე Best Actor-ის ჯილდო აიღოოოო და მოაქვს თბილისში, უი და მეც Best Director for Short Movie. გამარჯვებულები ვბრუნდებით. p.s ზუსტად ისევეა ეს ჯილდო ყველასი, ვინც ამ პატარა ფილმის შექმნაში მონაწილეობდა ! დიდი მადლობა თქვენ ყველას

კომპანია სარაჯიშვილის სარეკლამო ვიდეორგოლის პრემიერა 2022 წლის იანვრის თვეში გაიმართა.

შენი ყოველი არჩევანი ალტერნატიულ შესაძლებლობათა უსასრულო რიგს ქმნის. ხშირად ბუნდოვანსაც, რადგან არავინ იცის რა მოხდებოდა, ერთი გადაწყვეტილების ნაცვლად მეორე რომ მიგეღო, უარის ნაცვლად თანხმობა გეთქვა, ან სიმშვიდეში ყოფნის მაგიერ თამამი ნაბიჯი გადაგედგა... ზღაპრული გზაჯვარედინებისაგან განსხვავებით, რეალურ სამყაროში იშვიათად გხვდება ჯადოსნური მანიშნებელი, რომელიც შეუმცდარად გეტყვის რომელ გზაზე წასვლით რა ბედს ეწევი. აქ თავადვე ხარ საკუთარი ცხოვრების შემოქმედი. ეს შენი არჩევანია. შენი ისტორია.

ზევით