2021 წლის TOP კინო პრემიერები

მომავალი კინო პრემიერები 2021

ჩვენი ყოველდღიურობის არ იყოს, სამყაროში ყველაფერი შეიცვალა, ყველაფრი შენელდა... თავისთავად, კინო ინდუსტრიამაც დააგდო ტემპი, მაგრამ Hollywood-ის სისტემა სხვანაირადაა მოწყობილი. ამერიკაში კინო დიდი ხანია ცეხის პრინციპით მუშაობს, მითუმეტეს მაშინ, როდესაც Netflix ახალ ფილმებს კვირაში ერთხელ უშვებს. გასულ წელს დაგეგმილი ბევრი პრემიერა პანდემიის გამო გადაიდო, შეჩერდა ბევრი გადაღება, მაგრამ 2021 წლის კინო კალენდარი მნიშვნელოვანი თარიღებით მაინც შივსო. The Diary-ის გუნდი მომავალი 12 თვის მანძილზე დაგეგმილი კინო პრემიერების მოკლე სიას გთავაზობთ.

29 იანვარი - The little things

ჯონ ლი ჰენკოკის ფსიქოლოგიურ თრილერში მთავარ როლებს დენზელ ვოშინგტონი, რამი მალეკი და ჯარედ ლეტო ასრულებენ. ისტორია 90-იან წლებში ვითარდება და ლერნის ოლქსა და ლოს ანჟელესის გამომძიებლის შეტაკებაზე მოგვითხრობს, რომელიც სერიული მკვლელის საქმეს იძიებს.

5 თებერვალი - Cinderella

კლასიკური ზღაპრის თანამედროვე ვერსია რეჟისორმა - კეი ქენონმა მიუზიკლის ფორმით გადაიღო. ფილმში მთავარ როლებს მომღერალი - კამილა კაბელიო, ნიკოლას გალიცინი და სხვა ვარსკვლავები ასრულებენ.

კონკიას როლს კამილაკაბელიო მოირგებს

26 თებერვალი - Tom & Jerry

კლასიკის მოყვარულებს ეს პრემიერა განსაკუთრებით გაახარებთ. ლეგენდარული Tom & Jerry-ის ადაპტაცია ტომისა და ჯერის პირველი შეხვედრის შესახებ ოგვითხრობს. ანიმაციურ გმირებთან ერთად ფილმში ქლოე გრეის მორეცი და სხვა ვარსკვლავები გამოჩნდებიან.

5 მარტი - Raya and the last dragon

4 რეჟისორის კოლაბორაციით შექმნილი ანიმაციური ფილმი მებრძოლი რაიას შესახებ მოგვითხრობს, რომლის თავგადასავალიც უკანასკნელი დრაკონის ძიებაში იწყება.

19 მარტი - The Unbearable Weight of Massive Talent

ნიკოლას ქეიჯი ამჯერად კომედიური ჟანრის ნამუშევარში საკუთარი თავის როლში გვევლინება. მისი გმირი ფინანსური პრობლემების გამო მილიონერი თაყვანისმცემლის დაბადების დღეზე მისვლას გარკვეული ანაზღაურების გამო სთანხმდება. სინამდვილეში ქეიჯი CIA-ის დავალებით მოქმედებს, რადგან მისი ფანი ნარკო ბარონია.

nicolas cage ნიკოლას ქეიჯი
ნიკოლას ქეიჯი ფილმში საკუთარი თავის როლს ასრულებს

2 აპრილი - No time to die

ჯეიმს ბონდის საგა კერი ჯოჯი ფუკანაგას ახალი ფილმით გრძელდება, რომელშიც მთავარ როლებს დენიელ კრეიგი და რამი მალეკი ასრულებენ. ბონდი დამსახურებულ დასვენებას იღებს, მაგრამ მისი სიმშვიდე მცირე ხნიანი გამოდგება. აგენტ 007-ს ძველი მეგობარი CIA-იდან დახმარებას სთხოვს. ბონდმა ბოროტმოქმედი უნდა იპოვნოს, რომელიც საშიში თანამედროვე ტექნოლოგიითაა აღჭურვილი.

7 მაისი - Black widow

Marvel-ის კომიქსების მოყვარულები სკარლეტ იოჰანსონის გმირს უგულშემატკივრებენ. Capitan America: Civil War-ში განვითარებული მოვლენების შემდეგ, ნატაშა რომანოვი წარსულიდან გადმოყოლილ მოვლენებს მარტო უნდა შეერკინოს. ბოროტი ძალა მას მძიმე წარსულთან შეჯახებას აიძულებს, წარსულთან, რომელიც ნატაშამ ევენჯერებამდე გამოიარა.

14 მაისი - Marry me

რომანტიკული კომედია ჯენიფერ ლოპესის გმირის გარშემო ვითარდება. ცნობილი ვარსკვლავი რჩეულ მუსიკოსზე დაქორწინებას ფანების უზარმაზარი აუდიტორიის წინაშე აპირებს, თუმცა ფიცის დადებამდე იგებს, რომ საქმრომ უღალატა. მთავარი გმირი იმპულსური გადაწყვეტილებით ბოლო წუთას სრულიად უცნობ მამაკაცზე დაქორწინებას გადაწყვეტს.

jennifer lopez marry me
ჯენიფერ ლოპესი და ოუენ უილსონი ფილმის გადაღებებზე

21 მაისი - Godzilla VS. Kong

ექშენის ჟანრის ნამუშევარში ამჯერად კაცობრიობია აღსასრულის საფრთხის წინაშე ორი ლეგენდარული მონსტრის - გოდზილას და კონგის შერკინების გამო დგება. ადამ უინგარდის ნამშევარი გრაფიკული მეგა სცენების ნამდვილი მასტერკლასი იქნება.

4 ივნისი - Samaritan

ფენტეზის ჟანრის ნამუშევარში ისტორია პატარა ბიჭის გარშემო ვითარდება, რომელიც აღმოაჩენს, რომ სუპერ გმირი, რომელიც 20 წლის წინანდელი ბრძოლის შემდეგ დაკარგულად ითვლებოდა, სინამდვილეში ცოცხალია. სუპერ გმირის როლს სილვესტერ სტალონე ასრულებს, პატარა ყმაწვილის როლში კი ამომავალი ვარსკვლავი - ჯეივონ უოლტონი გვევლინება.

samaritan stallone სილვერსტერ სტალონე
სილვესტერ სტალონე ფილმის გადაღებებზე

2 ივლისი - Minions: The rise of Gru

მინიონების ფანებისთვის ივლისი მნიშვნელოვანი თვეა. გრუ ბრუნდება!

2 ივლისი - Top Gun: Maverick

ტომ კრუზი ეკრანზე ჩვეულ ამპლუაში ბრუნდება. Top Gun-ის ახალ ვერსიაში ვარსკვლავს პარტნიორობას ჯენიფერ კონელი, ველ კილმერი და სხვა ვარსკვლავები უწევენ.

6 აგვისტო - The suicide squad

ჯეიმს განის The suecide squad-ის სცენარი ჯერ-ჯერობით უცნობია, მაგრამ დანამდვილებით ვიცით, რომ მარგო რობის ექსცენტრიული გმირი მაყურებელს თავს კიდევ ერთხელ შეაყვარებს.

17 სექტემბერი - Death on the Nile

მისტიკის ჟანრის მოყვარულები კენეთ ბრანას ნამუშევარს სიამოვნებით უყურებენ. ამჯერად გალ გადოტი არა სუპერ გმირის, არამედ გამომძიებლის თანაშემწის როლში მოგვევლინება, რომელიც ელკულ პუაროსთან ერთად ნილოსზე მომხდარ დანაშაულს იძიებს.

1 ოქტომბერი - Dune

Sci-fi-ის ჟანრის მორიგი შედევრი ეკრანებზე სექმეტბერში გამოვა, რომელშიც მთავარ როლებს ტიმოთი ჩალამეტი, რებეკა ფერგიუსონი, ჯეისონ მომოა და სხვა ვარსკვლავები ასრულებენ.

5 ნოემბერი - Eternals

უკვდავი ქმნილებების ისტორია, რომლებმაც კაცობრიობის სიტორია გამოძერწეს, ქლოე ზაოს სათავგადასავლო დრამაში გრძელდება. სელმა ჰაიაკი, ანჯელინა ჯოლი, რიჩარდ მედენი და კიტ ჰარინგტონი - ეს იმ ვარსკვლავების არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც Eternals-ის ქასთში ვნახავთ.

5 ნოემბერი - Mission: Impossible 7

2021 ტომ კრუზისთვის ჭეშმარიტად ნაყოფიერი წელია. მსახიობის მონაწილეობით ეკრანზე კიდევ ერთი მძაფრ სიუჟეტიანი ნამუშევარი გამოვა, რომლის წინა 6 სერიასაც თაყვანისმცემლების მთელი არმია ელოდება.

22 დეკემბერი - The Matrix 4

2021 წლის კინო კალენდარში ბოლო მნიშვნელოვანი დღე 22 დეკემბერსაა მონიშნული. დიდ ეკრანს მატრიცა უბრუნდება. კინაო რივზთან და კერი-ენ მოსთან ერთად, The Matrix 4-ის ქასთში პრიანკა ჩოპრას, ნილ პატრიკ ჰარისს, ჯადა პინკეტ სმიტს და სხვა ვარსკვლავებს ვიხილავთ.

 

ზევით