2022 წლის მეორე ნახევრის ყველაზე მნიშვნელოვანი პრემიერები

მსოფლიო პანდემიამ რომ კინოინდუსტრიის თამაშის წესები მნიშვნელოვნად შეცვალა, ეს სიახლე არავისთვისაა. ორი წლის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი ფილმის პრემიერა გაუქმდა ან გადაღებები გადაიდო, 2022 წლის დადგომისთანავე მივხვდით, რომ წინ კინოს აღზევების პერიოდი გველოდა და წლის პირველმა ნახევარმა იმედები არც გაგვიცრუა.

თუმცა, პირადად ჩვენთვის 2022 წლის დარჩენილი მეორე ნახევარი უფრო ამაღელვებელი და საინტერესო ჩანს, გრანდიოზული პრემიერებით, მოზღვავებული ემოციებითა და სიურპრიზებით დატვირთული.

ივლისის პრემიერები

ბუნებრივია ჩამონათვალს ივლისით ვიწყებთ და შეიძლება ითქვას, რომ ამ თვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრემიერა დიდ ეკრანებზე უკვე ვიხილეთ Thor: Love and Thunder-ის სახით. კრის ჰემსვორთისა და ნატალი პორტმანის გაერთიანება Marvel-ის სამყაროში უდავოდ იყო ის ეკრანიზაცია, რომელსაც ყველა ერთად ველოდებოდით. მაგრამ ივლისი მხოლოდ სუპერგმირების სამყაროს ზეიმი როდია, წინ ჯეინ ოსტინის წიგნის ადაპტაცია გველის Netflix-ზე, მთავარ როლში დაკოტა ჯონსონის მონაწილეობით, თვის ბოლოს კი დეიზი ედგარ-ჯონსის დებიუტს ვიხილავთ ტრილერში Where The Crawdads Sing.

Thor: Love and Thunder – 6.07.22

Falling For Figaro – 14.07.22

Persuasion – 15.07.22

Where The Crawdads Sing – 21.07.22

აგვისტოს პრემიერები

ზაფხულის უკანასკნელი თვე ცოტა უფრო მშვიდი გახლავთ, აგვისტოში პრემიერების დიდი რაოდენობით ვერა, მაგრამ ხარისხით ნამდვილად აღვფრთოვანდებით. დიდ ეკრანებზე პირველი მნიშვნელოვანი გამოჩენა Bullet Train-ს ეკუთვნის, რომელშიც მთავარ როლებს ბრედ პიტი (შესაძლოა მისის უკანასკნელი ფილმი) და სანდრა ბალოკი ასრულებენ. მას მოჰყვება ჯორდან პილის შემზარავი საშინელებათა ფილმი Nope, ბოლოს კი იდრის ელბას მონაწილეობით BEAST-საც ვიხილავთ.

Bullet Train – 4.08.22

Nope – 11.08.22

BEAST – 25.08.2

სექტემბრის პრემიერები

არ მოდუნდეთ, აგვისტოსგან განსხვავებით, სექტემბრის კინემატოგრაფიული განრიგი უსაშველოა. წლის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევრების პრემიერა Moonage Dream-ით გრძელდება, რომელიც შემდეგი სიტყვებით აღწერეს: "ღრმა კინემატოგრაფიული გამოცდილება" და ის დევიდ ბოუის ცხოვრების აქამდე უცნობ კადრებსაც გააერთიანებს. ამავე დღეს კინოთეატრებში რომანტიკული კომედია Ticket to Paradise გამოჩნდება, ჯულია რობერტსისა და ჯორჯ კლუნის მონაწილეობით.

სექტემბერშივე Netflix-ზე ანა დე არმასის გარდასახვას ვიხილავთ მერილინ მონროდ, როომელიც ჯოის კეროლ ოუტსის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვითა გადაღებული. 20th Century Studios 1950-იანი წლების მკვლელობის საიდუმლოზე გადაღებულ მსუბუქ კომედიაში სირშა რონანსაც მივადევნებთ თვალს, თვის დასასრულ კი სარა ჯესიკა პარკერის, ბეტ მიდლერისა და კეტ ნაჯიმის დიდ გაერთიანებას მივადევნებთ თვალს 29 წლის შემდეგ.

Moonage Dream – 15.09.22

Ticket to Paradise – 15.09.22

BLONDE – 23.09.22

See How They Run – 29.09.22

Hocus Pocus 2 – 30.09.22

ოქტომბრის პრემიერები

თუ ჰარი სტაილსის დიდი გულშემატკივარი ბრძანდებით, ოქტომბერს უდავოდ შეიყვარებთ. ინგლისელი მომღერლისა და მსახიობის მონაწილეობით გადაღებული ორი ფილმის პრემიერა სწორედ ოქტომბერში გაიმართება. ოლივია უაილდის Don’t Worry Darling და My Policeman 3 კვირის დაშორებით გამოჩნდება დიდ ეკრანებზე.

Don’t Worry Darling – 6.10.22

My Policeman – 21.10.22

ნოემბრის პრემიერები

2022 წლის საუკეთესო ფილმების პრემიერათა რიცხვს ნოემბერში Amsterdam-იც უერთდებაAmerican Hustle-სა და Silver Linings Playbook-ის შემქმნელის უახლესი ნამუშევარი მსოფლიო დონის ვარსკვლავებს, რობერტ დე ნიროს, კრისტიან ბეილს, მარგო რობის, ანია-ტეილორ ჯოის, ჯონ დევიდ ვაშინგტონს, რამი მალეკს, კრის როკსა და ტეილორ სვიფტს აერთიანებს.

ანია-ტეილორ ჯოი ნოემბრის კიდევ ერთ ეკრანიზაციაში სახელწოდებით The Menu გამოჩნდება, ამ თვეში მაყურებელი ნანატრ სექუელს Black Panther: Wakanda Forever-საც იხილავს.

Amsterdam – 3.11.22

The Menu – 24.11.22

დეკემბრის პრემიერები

ახალი წლისა და შობის მოახლოება ყოველთვის ახალ პრემიერებთან ასოცირდება, სწორედ ამიტომ ველით, რომ დეკემბრის სია ძალიან, ძალიან გაიზრდება, ჯერჯერობით კი ის რაც დანამდვილებით ვიცით, ის გახლავთ, რომ ეკრანებზე გახმაურებული სექუელი Avatar: The Way of Water გამოჩნდება.

Avatar: The Way of Water – 15.12.2

 

ზევით