22 დეკემბრისა და EMILY IN PARIS-ის ახალი სეზონის მოლოდინში

მიუხედავად იმისა, რომ Emily in Paris-ს მოწინააღმდეგეების საკმაოდ დიდი არმია ჰყავს და პერიოდულად კრიტიკის ქარ-ცეცხლში ატარებენ ფრანგული კლიშეებისა და წარმოუდგენელი სიუჟეტური ხაზების გამო, ამ ურთულეს პერიოდში, როდესაც პანდემიამ სერიოზული ზიანი მიაყენა სრულიად კაცობრიობას, მის ჯანმრთელობას და მათ შორის ნერვულ სისტემას, ნამდვილად არ გვაწყენდა ასეთი მსუბუქი, ლაღი და გასართობი კინო. პირადად მე და ვიცი, რომ დედამიწის საკმაოდ დიდი ნაწილი, და ალბათ მათ შორის თქვენც, რომელიც გააკრიტიკებს და ჩუმად მაინც უყურებს Emily in Paris-ს, სულმოუთქმელად ველოდებით 22 დეკემბერს და ემილის ახალ სერიებს. 

ემილი პარიზში

სპოილერ ალერტი, ახალ სეზონში ემილის ახალი ბოიფრენდი ჰყავს და გაბრიელი? გაბრიელი საუკეთესო მეგობრის შეყვარებულია და არსებობს წითელი ხაზი, რომელიც არ უნდა გადაკვეთო ან თუ გადაკვეთთ, უნდა გადაწყვიტო მეგობარი უფრო მნიშვნელოვანია თუ ბიჭი. რაც საკმაოდ რთული აღმოჩნდა ახალგაზრდა ამერიკელი ქალისთვისაც კი. მოკლედ, ემილის ცხოვრება მეორე სეზონშიც ისევ ისეთი ქაოსური, დრამატული და რთულია. თუმცა, ამ ყველაფერში ყველაზე საინტერესოდ ემილის ბოსის, ყველაზე ფრანგი სესილის ფრაზა გაჟღერდა: Oh Emily, you're getting more French by the day (ოჰ ემილი, შენ ყოველდღე უფრო მეტად ფრანგი ხდები). ეჭვი გვაქვს, სესილიმ მთავარი გმირის, ემილის პირადი ცხოვრება იგულისხმა, თუმცა იმედი ვიქონიოთ, რომ ლილი კოლინზის გმირი სტილის კუთხითაც გაგვაოცებს და უფრო მეტად ფრანგულ და დახვეწილ ლუქებს შემოგვთავაზებს.

 

ემილის ქართველი დიზანერის, ANOUK-ის კაბა ამოსია
ზევით