5 წიგნი, რომლის წაკითხვასაც ჰარუკი მურაკამი გვირჩევს

ქართველი მკითხველისთვის, ცნობილი იაპონელი მწერალი ჰარუკი მურაკამი ერთ-ერთი რჩეული თანამედროვე ნოველისტია, მისი შემოქმედება კი პოპულარობას უბრალოდ არასდროს კარგავს. თუმცა რა გასაკვირია, ისეთი ნაწარმოებები, როგორებიცაა „კაფკა პლაჟზე“, „ნორვეგიული ტყე“ თუ მურაკამის ცნობილი ტრილოგია, უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით, არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ მთელ მსოფლიოში სარგებლობს.

არაერთი პრესტიჟული პრემიის ლაურეატი, უდავოდ, თანამედროვე იაპონური ლიტერატურის მარგალიტია, რომელსაც თავადაც ჰყავს რჩეულები, წიგნები, რომლებმაც ოდესღაც მისი მსოფლმხედველობა შეცვალეს და უბიძგეს ოდესმე თავადაც დაეწერა რაიმე ისეთივე გენიალური, როგორიც მის წინ გადაშლილი წიგნი იყო.

ჰარუკი მურაკამის რჩეულ ბიბლიოთეკაში ადგილს 5 წიგნი იკავებს და მწერალი ამ ნაწარმოებებს რეკომენდაციას ყოველთვის უწევს, როგორც კი ამის საშუალება მიეცემა.

ფ. სკოტ ფიცჯერალდის „დიდი გეტსბი“

„ერთი წიგნის არჩევა რომ მაიძულონ [რომელიც ჩემთვის ყველაზე დიდი მნიშვნელობის მატარებელია] უყოყმანოდ „დიდ გეტსბის“ ავირჩევდი. რომ არა ფიცჯერალდის ეს რომანი, მე არ დავწერდი ისეთ ლიტერატურას, როგორსაც დღეს ვწერ (შესაძლოა საერთოდაც არ დამეწერა)“.

რაიმონდ ჩენდლერის „გრძელი დამშვიდობება“

„ფილიპ მარლოუ ჩენდლერის ფანტაზიის ნაყოფია, თუმცა ის ჩემთვის საოცრად რეალურია. მე ვთარგმნი იმას, რისი წაკითხვაც მიყვარს. რეიმონდ ჩენდლერის ყველა რომანი მაქვს ნათარგმნი, ძალიან მიყვარს მისი სტილი. „გრძელი დამშვიდობება“ სულ მცირე 5 ან 6-ჯერ მაინც მაქვს წაკითხული“.

ფრანც კაფკას „ციხე“

„კაფკას ნაწარმოებები რომ აღმოვაჩინე 15 წლის ვიყავი, პირველად წიგნი „ციხე“ წავიკითხე. ეს იყო დიდი, უბრალოდ წარმოუდგენელი წიგნი, მან შოკში ჩამაგდო. კაფკას ამ წიგნში აღწერილი სამყარო იმდენად რეალური და ამავდროულად  არარეალური იყო, რომ ჩემი გული და სული ორ ნაწილად მეჩვენებოდა“.

ფიოდორ დოსტოევსკის „ძმები კარამაზოვები“

„მწერლების უმრავლესობა ასაკის მატებასთან ერთად სუსტდება, თუმცა არა დოსტოევსკი. წლებთან ერთად ის სულ უფრო და უფრო დიდდებოდა. „ძმები კარამაზოვები“ მწერალმა 50-იანი წლების ბოლოს დაწერა და ის უბრალოდ გენიალურია“.

ჯ.დ სელინჯერის „თამაში ჭვავის ყანაში“

„ეს ბნელი და შემაშფოთებელი ამბავია. ჩვიდმეტი წლის ასაკში მისი კითხვა ძალიან მსიამოვნებდა, ამიტომ გადავწყვიტე მეთარგმნა. სასაცილო ამბები მახსოვდა, თუმცა აღმოვაჩინე რამდენად მძიმეა ეს წიგნი სინამდვილეში, ალბათ თინეიჯერობისას მეც ასეთივე ვიყავი“.

ზევით