#ცნობილები #კინო

5 მსახიობი, რომლებიც ცნობილ როლებზე თითქმის დაამტკიცეს

გაზიარება:

რა იქნებოდა, ჩვენთვის საყვარელი გმირების როლებზე სულ სხვა მსახიობები რომ დაემტკიცებინათ?! არავინ იცის... შესაძლოა გენიალური ფილმები კიდევ უფრო გენიალური გამოსულიყო, ან პირიქით, პოპულარობა და დიდება ვერასდროს ენახა... The Diary იმ მსახიობების ჩამონათვალს გთავაზობთ, რომლებმაც ცნობილი როლები ვერ მიიღეს. 

ფრედი პრინც ჯუნიორი და სარა მიშელ გელერი - THE WEDDING PLANNER

ფრედი პრინც ჯუნიორი და სარა მიშელ გელერი

მანამ, სანამ ეკრანებზე ჯენიფერ ლოპესისა და მეთიუ მაკკონაჰის რომანის მომსწრენი გავხდებოდით, The Wedding Planner-ში მთავარ როლებზე ფრედი პრინც ჯუნიორი და სარა მიშელ გელერი განიხილებოდნენ. ქასთში ასევე ჯენიფერ ლავჰიუიტი უნდა გვენახა, მაგრამ საბოლოოდ ქორწილების ორგანიზატორის როლი ჯეი ლომ, ხოლო სიძის როლი მაკკონაჰიმ მოირგო. 

ჯორჯ კლუნი - THE NOTEBOOK

ჯორჯ კლუნი - THE NOTEBOOK

წარმოიდგინეთ, რაიან გოსლინგის ნაცვლად რეიჩელ მაკადამსთან ერთად წვიმაში ჯორჯ კლუნი რომ დარბოდეს. დიახ, The Notebook-ის შემქმნელების ჩანაფიქრში როლზე კლუნი უნდა დაემტკიცებინათ, მაგრამ საბოლოოდ გადაწყვეტილება გოსლინგის სასარგებლოდ მიიღეს და სწორედაც მოიქცნენ. 

ჯესიკა სიმფსონი - THE NOTEBOOK

ჯესიკა სიმფსონი - THE NOTEBOOK

სხვათა შორის, იმის შანსიც არსებობდა, რომ ელის როლზე რეიჩელ მაკადამსის ნაცვლად ჯესიკა სიმფსონი დაემტკიცებინათ. მომღერალი ერთ-ერთ ინტერვიუში გამოტყდა, რომ მაშინ როლზე უარი პირადი მიზეზების გამო განაცხადა. 

დარბი სტენჩფილდი - THE GAME OF THRONES

დარბი სტენჩფილდი - THE GAME OF THRONES

არა! სერსეს როლს ლენა ჰედის გარდა არავის არ დავუთმობდით! არადა, დასაწყისში დედოფალი სერსეის როლზე დარბი სტენჩფილდი განიხილებოდა, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი სერიალი SCANDAL-დან გახდა. The game of Throne-ს კი ლენა ჰედის სამსახიობო მასტერკლასი შემორჩა. 

ტომ კრუზი - ONCE UPON A TIME IN HOLLYWOOD

ტომ კრუზი - ONCE UPON A TIME IN HOLLYWOOD

კვენტინ ტარანტინოს საბოლოო გადაწყვეტილება რომ არა, რეჟისორის ბოლო ფილმში, ლეონარდო დიკაპრიოსთან და მარგო რობისთან ერთად, ბრედ პიტის ნაცვლად ტომ კრუზს ვიხილავდით. Once Upon a Time in Hollywood-ში კლიფ ბუთის როლის შემსრულებლად საბოლოოდ ბრედ პიტი შეირჩა 

ზევით