5 უცნობი ფაქტი ადელის შესახებ

სულ რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ინგლისელი მომღერალი, არა ერთი მუსიკალური ჯილდოს  მფლობელი, თანამედროვეობის ნამდვილი მოვლენა სახელად ადელი, თითქმის 6-წლიანი პაუზის შემდეგ მუსიკალურ სამყაროს უბრუნდება.

ადელმა Youtube-ზე 5 ოქტომბერს, ახალი სიმღერიდან 21-წამიანი ნაწყვეტი გამოაქვეყნა და სულ რაღაც 3 დღეში ვიდეოს თითქმის 10 მილიონი ნახვა აქვს. ამ ციფრებმა ლოდევ ერთხელ დაგვარწმუნა იმაში, რომ ადელი მუსიკალურ სამყაროს ისევ ისე სჭირდება, როგორც წლების წინ. 

დღეს, ადელი დიდი დასავლური გამოცემების მთავარი თემაა და ის ინტერნეტს კვლავინდებურად იპყრობს, დროა გავიხსენოთ რა შეგრძნებაა უსმენდე ადელს და მომღერლის შესახებ უცნობი ფაქტებიც მოვისმინოთ:

1. ადელმა პირველი სიმღერა Hometown Glory ზუსტად 10 წუთში დაწერა, ჯერ კიდევ თინეიჯერობისას. მომღერალმა სადებიურტო ნამუშევარში თავისი მეამბოხე სულისკვეთება ჩადო დადას ამ გზით აუხსნა, თუ რატომ არ სურდა მშობლიური ქალაქიდან წასვლა.

2. ადელის გულშემატკივართა არმიას შორის მაღალი თანამდებობის პირებიც არიან. 2009 წელს პრემიერ-მინისტრმა გორდონ ბრაუნმა ადელს სამადლობელი წერილი გაუგზავნა და მომღერალს მაღალი განწყობის შექმნისთვის მადლობა გადაუხადა.

3. ადელს არა ერთი თვისება გამოარჩევს კოლეგებისგან, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მთავარი განსხვავება ის გახლავთ, რომ მომღერალი ვერ იტანს წითელ ხალიჩაზე გამოჩენას და ეს საჯაროდ არა ერთხელ უთქვამს.

თავს დაუცველად არ ვგრძნობ, უბრალოდ ვიცი, რომ ამის გაკეთება არ მსურს, მუცელში უცნაურ შეგრძნებას მიჩენს - განაცხადა ადელმა.

4. შესაძლოა ადელს ბევრი რამ გამოარჩევდეს სხვებისგან, თუმცა საერთოც საკმაოდ ბევრი მოეძებნება, ერთ-ერთი ასეთი მაგალითი მისი ტატუებია. მომღერალს ერთ ხელზე Paradise - სამოთხე აწერია, მეორეზე კი Angelo - ანჯელო, შვილის სახელი - "რადგან, ანჯელო ჩემი სამოთხეა".

5. ადელს საერთო "უბრალო მოკვდავებთანაც" საკმაოდ ბევრი აქვს, მომღერალმა ერთხელ ჯეიმს კორდონთან საუბრისას ახსენა, რომ ის Spice Girls-ის დიდი თაყვანისმცემელი იყო. "მათი გამოჩენა ჩემს ცხოვრებაში დიდი მოვლენა იყო. ერთმანეთისგან განსხვავებული, 5 ძლიერი ქალი, რომლებიც უბრალოდ ერთობოდნენ და მეც ვიცოდი, რომ სწორედ მათ მსგავსად მსურდა გართობა".

ზევით