6 წლიანი პაუზის შემდეგ, ბიონსე ახალ ალბომს Renaissance-ს გამოუშვებს

ბიონსე, ბიონსე Renaissance,

ხანგრძლივ შესვენებას წერტილი დაესვა, 6 წლიანი პაუზის შემდეგ ბიონსე სოლო ალბომს Renaissance-ს 29 ივლისს გამოუშვებს. მას შემდეგ, რაც 40 წლის მუსიკოსმა სიტყვები „act i… RENAISSANCE“ თავის სოციალურ მედიაში გააზიარა, სტრიმინგის პლატფორმებმა, მათ შორის Spotify, Apple Music და Tidal, ასევე გამოაქვეყნეს მინიმალისტური ნამუშევრები იგივე ფორმულირებით. Apple Music ვარაუდობს, რომ პროექტი 16 ტრეკისგან იქნება შემდგარი.

ბიონსე, ბიონსე Renaissance,

როგორც ჩანს Renaissance ბიონსეს ტრადიციული მე-7 სოლო ალბომი იქნება რამდენიმე წლიანი შესვენებისა და 2016 წელს ერთხმად აღიარებული Lemonade-ს გამოსვლის შემდეგ. უკანასკნელი სოლო ალბომის წარდგენის შემდეგ, 2018 წელს ბიონსემ Jay-Z-სთან ერთად ერთობლივი ალბომი Everything Is Love წარუდგინა სამყაროს. 2019 წელს მომღერალმა გამოუშვა საუნდტრეკი Disney-ს ანიმაციური რიმეიქისთვის The Lion King: The Gift, 2021 წელს კი ბიონსეს თაყვანისმცემლებმა King Richard-ისთვის შექმნილი საუნდტრეკი იხილეს.

ბიონსე, ბიონსე Renaissance,

მას შემდეგ, რაც თვის დასაწყისში ბიონსეს სოციალური მედიიდან ფოტოები წაიშალა, მისი გულშემატკივრები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ, რადგან ეს მხოლოდ ერთ სასიხარულო სიახლეზე - ახალ სოლო ალბომზე მიუთითებდა მათ. 

ბიონსე, ბიონსე Renaissance,

2021 წელს, Harper's Bazaar-თან საუბრისას ბიონსემ განაცხადა, რომ ახალ ალბომზე დაიწყო მუშაობა: „იზოლაციისა და უსამართლობის შემდეგ, რაც გასულ წელს გადავიტანეთ, ვფიქრობ რომ მზად ვართ გავიქცეთ, ვიმოგზაუროთ, შევიყვაროთ და ისევ გავიცინოთ... აღორძინებას ვგრძნობ და მსურს ამ პროცესის ნაწილი თავადაც გავხდე, წელიწად ნახევარია სტუდიაში ვარ".

„არაფერი შეედრება იმ გრძნობებს: სიყვარულს, ვნებასა და განკურნებას, რასაც სტუდიაში მუშაობისას 31 წლის შემდეგაც განვიცდი. დიახ, მუსიკა თავისით მოდის!" - ბიონსე

ზევით