#კინო

A Very British Scandal-ის პირველი კადრები, სამსახიობო შემადგენლობა და სკანდალური სიუჟეტი

გაზიარება:

BBC One და Amazon Studios-მა რამდენიმე საათის წინ ახალი ლიმიტირებული სერიალის A Very British Scandal-ის პირველი კადრების ნახვის საშუალება მოგვცეს და ფოტოები იმაზე სკანდალურად და დამაინტრიგებლად გამოიყურება, ვიდრე წარმოვიდგენდით. 

A Very British Scandal სარა ფელფსის სცენარის მიხედვით გადაღებული სერიალია, რომელიც არგილის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას განქორწინებაზეა ფოკუსირებული, მე-20 საუკუნის ყველაზე გახმაურებული, სკანდალურ და სასტიკ საქმეზე.

დღე, როდესაც ქარიზმით, სილამაზითა და სტილით განთქმული მარგარეტი, არგილის ჰერცოგინია, გამოცემების პირველ გვერდებზე ქურდობის, ნარკოდამოკიდებულების, მექრთამეობის ბრალდებებით მოხვდა, ხოლო პოლაროიდები, რომლებიც მარგარეტს ამ ბრალდებებში და იმავდროულად ღალატში ადანაშაულებდა, ჰერცოგინიას ცხოვრების ბოლომდე სდევდა თან.

A Very British Scandal იყენებს ამ სკანდალს რათა გამოარკვიოს ომის შემდგომი დიდი ბრიტანეთის სოციალური და პოლიტიკური კლიმატი, დაგვანახვოს რა დამოკიდებულება არსებობდა გასულ საუკუნეში ქალების მიმართ და გასცეს კითხვაზე პასუხი: იყო თუ არა ინსტიტუციური მიზოგენია ფართოდ გავრცელებული იმ პერიოდში.

A Very British Scandal 3 ეპიზოდისგან შემდგარი ლიმიტირებული სერიალი იქნება, გარდა საოცრად საინტერესო და მყიფე სიუჟეტის ხაზისა, სერიალს სენსაციად სამსახიობო შემადგენლობაც აუცილებლად აქცევს. არგილის ჰერცოგინიას - მარგარეტის როლს The Crown-ის ახალგაზრდა დედოფალი ელისაბედ II-ს შემსრულებელი კლერ ფოი მოირგებს, არგილის ჰერცოგის როლში პოლ ბეტანი მოგვევლინება, ჯულია დევისი კი დუფერინისა და ავას მარკიზას როლს მოირგებს.

BBC One-ის ახალი პროექტის გადაღებები დიდი ბრიტანეთის გარშემო მიმდინარეობდა, A Very British Scandal-ის ხილვა მაყურებელს 2022 წელს შეეძლება.

ზევით