ალან რიკმანის HARRY POTTER-ის მაგია

ALAN RICKMAN COVER

უკვე 5 წელი გავიდა, რაც კინო ინდუსტრიამ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ნიჭიერი მსახიობი დაკარგა. ალან რიკმანი 2016 წლის 14 იანვარს, პანკრეასის სიმსივნით გარდაიცვალა. მსახიობის მძიმე ავადმყოფიბის შესახებ მხოლოდ მის უახლოეს წრეში იცოდნენ. რიკმანი სიცოცხლის ბოლო დღეებამდე აქტიურად მუშაობდა.

ALAN RICKMAN

ის ერთ-ერთია იმ Hollywood-ელი მსახიობებიდან, რომელიც წლების წინ საქართველოსაც სტუმრობდა. მსახიობი საქართველოში პირველად შორეულ 1979 წელს, რეჟისორ რობერტ სტურუასთან მუშაობისას ჩამოვიდა. 2007 და 2009 წელს კი რიკმანი შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის სცენაზე გამოვიდა.

severus snape

ინგლისელმა კინოსა და თეატრის მსახიობმა მაყურებელს თავი არა ერთი გენიალური როლით დაამახსოვრა, მაგრამ, როგორც ჯოან როულინგის ქმნილებას სჩვევია, ჰარი პორეტის საგამ რიკმანის კარიერაზე წარუშლელი კვალი დატოვა.

rickman and rowling

პროფესორი სევერუს სნეიპის როლი როულინგმა თავიდანვე რიკმანისთვის შეიქმნა, მაგრამ ფილმის რეჟისორმა როლზე ტიმ როტის დამტკიცება გადაწყვიტა. მსახიობმა მაიმუნების პლანეტაში მონაწილეობის გამო სნეიპის როლზე უარი თქვა, ამიტომ პერსონაჟის შექმნა რიკმანს მიანდეს. როულინგს მსახიობთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა, ამიტომ ამბობენ, რომ ალანმა Harry Potter-ის შესახებ ბევრი ისეთი საიდუმლო იცოდა, რაც მაყურებლისთვის, თუ დანარჩენი მსახიობებისთვის ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი.

მისი სამსახიობო ოსტატობის გარდა, რიკმანის მეგობრები, თუ კოლეგები ალანის გამორჩეულ ხასიათს იხსენებენ.

მას მხოლოდ ერთი სიტყვით აღვწერდი - კეთილი!

ერთ-ერთი ჯილდოს მიღებისას ქეით უინსლეტმა მეგობარი კოლეგა სენტიმენტალური მონოლოგით გაიხსენა.

rickman and winslet

ის ხალხს ჰარი პოტერის ჯადოქრობით აოცებდა

როდესაც მსახიობი ვინმესთან ერთად ვახშმობდა და მისი თანამგზავრი ვახშმის საფასურის გადახდას გადაწყვეტდა, რიკმანი ფოკუსს მიმართავდა. ალანს რესტორანში წინასწარ ჰქონდა დარეკილი, ან ბოლო წუთას მიმტანს საკუთარ ბარათს შეუმჩნევლად აძლევდა. როდესაც მისი თანამგზავრი ვერ ხვდებოდა რა მოხდა, რიკმანს მხოლოდ ერთი პასუხი ჰქონდა:

მხოლოდ ორ სიტყვას გეტყვი: ჰარი პოტერი!

radcliffe and rickman

მსახიობს განსაკუთრებით თბილად იხსენებს თავად ჰარის როლის შემსრულებელი - დენიელ რედკლიფი. მან ლეგენდარული რიკმანი ადრეულ ასაკში, ჯერ კიდევ 2000 წელს გაიცნო.

ის ყოველთვის მამხნევებდა, ეკრანზე და ეკრანს მიღმა. ჩემი თითქმის ყველა სპექტაკლი ჰქონდა ნანახი.

ალან რიკმანის გარდაცვალების შემდეგ, მისმა ოჯახმა მსახიობის მიერ დაწერილი 27 დღიურის გამოქვეყნება 1 წიგნად გადაწყვიტა, რომელიც დღის სინათლეს 2022 წელს იხილავს.

ზევით