#კინო

ამერიკელი გოგონა პარიზიდან კრიტიკის ქარცეცხლში მოხვდა

გაზიარება:

ამერიკელ ემილი კუპერსა და მის პარიზელ კოლეგებს საკმაოდ ბევრი მიზეზი აქვთ, რომ სიყვარულის ქალაქში - პარიზში გრანდიოზული ზეიმი გამართონ.

ტელესერიალი, რომელიც Netflix-ზე საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს, „ოქროს გლობუსის" 2 უმთავრეს  ნომინაციაზე იქნა წარდგენილი - საუკეთესო კომედიური სერიალი და ამავე ჟანრის სერიალში მთავარი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი ქალი.

სიტყვებით ვერ აღვწერ როგორი მადლიერი და აღფრთოვანებული ვარ ამ ნომინაციებით! - ლილი კოლინსი

emily in paris
პარიზში, გადაღებების პროცესში მთელი გუნდი გავერთეთ" - დარენ სტარი

ფილმის შექმნელი - დარენ სტარიც საკუთარ აღფრთოვანებას ვერ მალავს და აშნიშნავს, რომ კოლინსმა ნამდვილად დაიმსახურა ეს ნომინაცია.

მიუხედავად იმისა, რომ Emily In Paris მართლაც რომ ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგულ სერიალია, ამ ტელეშოუს ოქროს გლობუსის ნომინანტების სიაში დასახელებამ გარკვეული მითქმა-მოთქმა და კრიტიკაც კი გამოიწვია. სხვადასხვა წამყვანი გამოცემების ჟურნალისტები გაოცებას ვერ მალავენ და სტატიებსა თუ Twitter პოსტებსაც კი უძღვნიან ამ თემას, განსაკუთრებით კი იმიტომ, რომ სერიული დრამა I May Destroy You ოქროს გლობუსის სიაში საერთოდ არ აღმოჩნდა.

ერთი წამით,  Emily in Paris ნომინირებულია და I May Destroy You is not, არა?! - The New Yorker-ის აღშფოთებული ჟურნალისტი

I may Destroy you

I May Destroy You ნამუშევარია, რომელიც ისეთ პრობლემებზე აკეთებს აქცენტებს, როგორიც არის სექსუალური უმცირესობების უფლებები, ჩვენი სოციმუს დამოკიდებულება მათ მიმართ და სექსუალური ძალადობა. მოკლედ, ეს სერილია იმ თემებს ეხება, რაც დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, თუმცა შენაარსობრივის გარდა, მას მხატვრული ღირებულებაც გააჩნია და კრიტიკოსებმა ის არაერთხელ დაასახელეს როგორც 2020 წლის ერთ-ერთი საუკეთესო ტელესერიალი. ახლა კი გასაგებია, თუ რატომ გამოიწვია Emily In Paris-მა ამდენი მითქმა-მოთქმა და გარკვეული აგრესიაც. თუ კი I May Destroy You არ მოხვდა ამ სიაში, Emily In Paris იქ საერთოდ რა ესაქმება?!

დიახ, Golden Globe მხატვრულ ღირებულებებთან ასოცირდება, თითქოს რეიტინგები არც ისეთი მნიშვნელოვანია, თუმცა, სამყარო, რომელიც პანდემიამ თავდაყირა დააყენა, იგივეა განა?!

emily in paris

რაც შეეხება Emily In Paris-ს, ის მარტივი, უწყინარი და ფერადი სერიალია, რომელსაც მე, The Diary-ს ერთ-ერთმა რიგითმა ჟურნალისტმა დიდი სიამოვნებით ვუყურე. განა რა დანიშნულება აქვს მსგავსი ტიპის სერიალს ან რა დანიშნულება ქონდა Sex and the city-ს, გარდა იმისა, რომ გაგართოს, დაგამშვიდოს და ყოველდღიურ რუტინას, რამდენიმე ათეული წუთით მოგაცილოს! ფრანგებს არ მოეწონათ ემილის ჩაცმულობა? გააკრიტიკეს? მერე რა, პირადად მე ზუსტად ასეთი წარმომედგინა ამერიკელი (ან თუნდაც ქართველი) ახალგაზრდა გოგონა პარიზში, რომელიც გარკვეულ კროს-კულტურულ პრობლემებს ეჯახება და მათ მოგვარებს მასპინძელის კულტურის გათავისებით აპირებს და სცენარის მიხედვით, გამოსდის კიდევაც.  

ზევით