Amsterdam: კრიმინალური კომედია ვარსკვლავური შემადგენლობით

ბოლოს რომელი ფილმის ტრეილერმა გაგრძნობინათ, რომ შესაძლოა სრულყოფილებასთან გქონდეთ საქმე? - ვარსკვლავური შემადგენლობა, გლამური, კოსტიუმები, იუმორი და კრიმინალი - თქვენ წინაშეა დევიდ რასელის კრიმინალური კომედიის Amsterdam-ის პირველი ტრეილერი და ყველა დეტალი, რომელიც ეკრანიზაციის შესახებ უნდა იცოდეთ.

7 წლის შემდეგ, ოსკარზე 5 გზის ნომინირებული რეჟისორი კინოსამყაროს უბრუნდება. American Hustle-სა და Silver Linings Playbook-ის შემქმნელის უახლესი ნამუშევარი მსოფლიო დონის ვარსკვლავებს, რობერტ დე ნიროს, კრისტიან ბეილს, მარგო რობის, ანია-ტეილორ ჯოის, ჯონ დევიდ ვაშინგტონს, რამი მალეკს, კრის როკსა და ტეილორ სვიფტს აერთიანებს.

Amsterdam-ში მოქმედება 1930-იან წლებში სამი მეგობრის მედდის, ვეტერანისა და ადვოკატის გარშემო ვითარდება, ისინი მკვლელობის საიდუმლოში ეხვევიან, რომელიც მათ ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე შოკისმომგვრელ საიდუმლო შეთქმულებასთან აკავშირებს. ტეილორ სვიფტის მამის სასტიკ მკვლელობაში მარგო რობი, კრისტიან ბეილი და ჯონ დევიდ ვაშინგტონი არიან ეჭვმიტანილი, მათი თავგადასავალი სიმართლის გარკვევის პროცესში კი დიდ სიურპრიზებით იქნება სავსე.

ერთი შეხედვით, Amsterdam-ში კომედიისა და კლასიკური ზღაპრული სიუჟეტის შერწყმა ისეთ კრიმინალურ დრამებს მოგვაგონებს, როგორებიცაა Knives Out (2019) და Death on the Nile (2022), თუმცა რამდენად მსგავსი ან განსხვავებული იქნება დევიდ რასელის ახალი ნამუშევარი ამას მხოლოდ 4 ნოემბრიდან შევიტყობთ.

ზევით