#მუსიკა

ანიტა რაჭველიშვილმა Sony Classical-თან ერთად მეორე ალბომი გამოუშვა #Élégie

გაზიარება:

ვენებში სისხლი ნამდვილად გვეყინება, როდესაც ანიტა რაჭველიშვილს ვუსმენთ, ალბათ, სწორედ ამიტომაა, რომ საქვეყნოდ აღიარებული მეცოსოპრანოს ახალი ალბომის გამოსვლით სრულიად აღფრთოვანებულები ვართ.

ანიტა რაჭველიშვილმა Sony Classical-თან თანამშრომლობით, უკვე რიგით მეორე ალბომის გამოშვება დააანონსა. ალბომი, სახელწოდებით Élégie გასულ წელს, თბილისში, მაესტრო ვინჩენცო სკალერასთან ერთად Leno Records-ში ჩაიწერა, მასში 6 სხვადასხვა კომპოზიტორის შემოქმედება 5 ენაზე (ქართულ, ტალიურ, ფრანგულ, რუსულ და ესპანურ) იქნება წარმოდგენილი.

ძალიან გახარებული ვარ, რადგან შემიძლია გაცნობოთ, რომ ჩემი რიგით მეორე CD Sony Classical-თან ერთად ძალიან მალე გამოვა.

Élégie მზის შუქს 9 ივლისს იხილავს, ალბომის წინასწარი შეკვეთები ონლაინ უკვე დაწყებულია.

ქართველი მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი საქვეყნოდ ცნობილი და აღიარებული ქალია, მას განსაკუთრებული წარმატება 2009 წელს ლა სკალას სეზონის გახსნაზე, კარმენში შესრულებულმა მთავარმა როლმა მოუტანა. ანიტამ, რამდენიმე წლის წინ Bachtrack Opera Awards-ზე საუკეთესო ქალი მომღერლის ნომინაციაში გაიმარჯვა, სულ მალე კი მეცო-სოპრანო The New York Times-მა კლასიკური მუსიკის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად დაასახელა.

ზევით