#კინო

ახალი ფილმები და სატელევიზიო შოუები - ყველაფერი, რასაც ივლისში ველოდებით

გაზიარება:

კინემატოგრაფია 2023 წლის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი პრემიერისთვის ემზადება, ივლისის დადგომასთან ერთად გრეტა გერვიგის Barbie-სა და კრისტოფერ ნოლანის Oppenheimer-ის გამოსვლასთან დაკავშირებით, აღტაცებას ვერავინ მალავს. 21 ივლისს, ორი მსოფლიო პრემიერისთვის, ორი ერთმანეთისგან განსხვავებული სამყარო ემზადება და ამ თემატიკაზე შექმნილი მიმები, ალბათ, არასდროს მოგვბეზრდება. Barbie-ს და Oppenheimer-ის გარდა, ივლისი კიდევ რამდენიმე საინტერესო სიახლეს გვიმზადებს და დღეს მათ შესახებ დაწვრილებით გიამბობთ.

Joy Ride

პრემიერის თარიღი: 5 ივლისი

Crazy Rich Asians-ის მწერალს, ადელ ლიმს, 5 ივლისს სარეჟისორო დებიუტი აქვს, ეკრანებზე კომედიური ფილმი Joy Ride გამოჩნდება. თითქმის სრულად აზიური სამსახიობო შემადგენლობით, რომელთა შორისაც ეშლი პარკი, სტეფანი ჰსუ და შერი კოლაც შედიან, ფილმი მოგვითხრობს ოდრის (ეშლი პარკის პერსონაჟი) შესახებ, რომელიც ჩინეთში, სამსახურებრივი მივლინების დროს ბიოლოგიური დედის ძიებას იწყება, ამ მოგზაურობას კი სახალისო და ზოგჯერ სენტიმენტალურ საზაფხული თავგადასავლამდე მივყავართ.

Mission: Impossible - Dead End Reckoning Part One

პრემიერის თარიღი: 12 ივლისი

Mission: Impossible ფრენჩაიზის მეშვიდე ფილმში, ტომ კრუზი სუპერჯაშუშის ეთან ჰანტის როლში ბრუნდება. ამჯერად, ჰანტი და მისი გუნდი სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბოროტმოქმედის (ესაი მორალესის) წინააღმდეგ ერთიანდებიან და დარღვეული ბალანსის აღდგენას შეეცდებიან. ფილმის მეორე ნაწილის გამოსვლა 2024 წელსაა ჩანიშნული.

Theater Camp

პრემიერის თარიღი: 14 ივლისი

ფილმის მთავარი როლის შემსრულებელი და ამავდროულად რეჟისორი მოლი გორდონი, რომლისთვისაც Theater Camp სადებიუტო ნამუშევარს წარმოადგენს, ეკრანიზაციის თანაავტორს და მეწყვილეს ბენ პლატს, ჯერ კიდევ ბავშვობაშ, თეატრალურ ბანაკში შეხვდა. ახლა კი, მოლი და ბენი, წარსულის გამოცდილებას მაყურებელსაც გაუზიარებენ და  ერთად გვიამბობენ ნიუ-იორკის თეატრალური ბანაკის ყველაზე სახალისო ამბების შესახებ.

The Summer I Turned Pretty, მე-2 სეზონი

პრემიერის თარიღი: 14 ივლისი

ბელის (ლოლა ტუნგის), კონრადისა (კრისტოფერ ბრაინი) და ჯერემაიას (გავინ კასალინო) სასიყვარულო სამკუთხედიდან გათავისუფლების შემდეგ, The Summer I Turned Pretty ახალი საზაფხულო ისტორიით, დრამებითა და ბევრი თინეიჯერული ისტორიით გვიბრუნდება. Amazon Prime-ზე სერიალის პირველი ეპიზოდი 14 ივლისს გამოჩნდება.

Barbie

პრემიერის თარიღი:  21 ივლისი

ალბათ, მთელ სამყაროს ერთი სული აქვს იხილოს ფილმი, რომელმაც ვარდისფერ რევოლუციაში გამოგვამწყვდია აგერ უკვე მეორე წელია. ეკრანიზაცია, მთავარ როლებში მარგო რობის და რაიან გოსლინგის მონაწილეობით, ბარბი ლენდის და მისი მაცხოვრებლების შესახებ გვიამბობს, ერთ მშვენიერ დღესაც მარგოს ბარბი აღმოაჩენს, რომ მის სამყაროში ბალანსი ირღვევა და კენთან (რაიან გოსლინგი) ერთად მიზეზების პოვნას რეალურ სამყაროში გადაწყვეტს.

Oppenheimer 

პრემიერის თარიღი:  21 ივლისი

შესაძლოა, ერთადერთი ფილმი, რომელსაც შეუძლია ბარბის აჟიოტაჟის გაუწიოს კონკურენცია, კრისტოფერ ნოლანის Oppenheimer-ია, დრამატული ფილმი ატომური ბომბის განვითარების შესახებ. კილიან მერფი ხელმძღვანელობს ვარსკვლავებით სავსე ნიჭიერ მსახიობებს, როგორებიც არიან რობერტ დაუნი უმცროსი, ფლორენს პიუ, მეტ დეიმონი და ემილი ბლანტი. ატომური ბომბის წარმოუდგენლად დახვეწილი სცენით დასრულებული ფილმი, რომელიც CGI-ის გარეშე შეიქმნა, აუცილებლად მოგაგონებთ Inception-ის დასასრულს და ასევე აუცილებლად იქნება თეატრალური მოვლენა საუკუნეების მანძილზე.

ზევით