#კინო

BAFTA 2023: ბრიტანული კინოსა და ტელევიზიის აკადემიამ გამარჯვებულები გამოავლინა

გაზიარება:

ლონდონის Royal Festival Hall-მა, BAFTA-ს რიგით 76-ე დაჯილდოების ცერემონიას უმასპინძლა. ბრიტანული აკადემიის ფილმების დაჯილდოების ტრიუფატორად გერმანული ფილმი All Quiet on the Western Front მოგვევლინა, რომელმაც 14 ნომინაციიდან, 7-ში გამარჯვება მოიპოვა. Netflix-ის ომის საწინააღმდეგო ეპოსმა რამდენიმე ძირითად კატეგორიაში გაიმარჯვა, მათ შორის საუკეთესო რეჟისორის, ხმისა და ფილმის ნომინაციებიც გახლდათ. 

მარტინ მაკდონაგი პრიზის გადაცემის შემდეგ

გამარჯვებების სიუხვით გამოირჩეოდა The Banshees of Inisherin-იც, მარტინ მაკდონაგის ფილმმა გასულ ღამეს 10-დან - 4 კატეგორიაში გაიმარჯვა.

10 ნომინაციით გახლდათ წარდგენილი ოსკარების ერთ-ერთი ფავორიტი ფილმი Everything Everywhere All At Once, თუმცა მან ბრიტანული აკადემიისგან მხოლოდ 1 პრიზი დაიმსახურა.

ოსტინ ბატლერი და ქეით ბლანშეტი

წლის საუკეთესო მსახიობი ქალისა და მამაკაცის ნომინაციები, BAFTA 2023-ზე ოსტინ ბატლერმა და ქეით ბლანშეტმა გადაინაწილეს. ოსტინს გამარჯვება Elvis-ში შესრულებული როლისთვის, ქეითს კი Tar-ში განსახიერებული პერსონაჟისთვის ხვდა წილად.

წლის საუკეთესო რეჟისორის, უცხოენოვანი ფილმის, ანიმაციისა და ორიგინალური თუ ადაპრიტებული სცენარის გამარჯვებულები, შემდეგნაირად გადანაწილდნენ:

 

წლის საუკეთესო ფილმი - All Quiet on the Western Front

 

წლის საუკეთესო ბრიტანული ფილმი - The Banshees of Inisherin

 

წლის საუკეთესო რეჟისორი - ედვარდ ბერგერი (All Quiet on the Western Front)

 

წლის საუკეთესო ორიგინალური სცენარი - The Banshees of Inisherin

 

წლის საუკეთესო ადაპტირებული სცენარი - All Quiet on the Western Front

 

წლის საუკეთესო მსახიობი ქალი - ქეით ბლანშეტი

 

წლის საუკეთესო მამაკაცი - ოტინ ბატლერი

 

წლის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი - All Quiet on the Western Front

 

წლის საუკეთესო დოკუმენტური ფილმი  - Navalny

 

წლის საუკეთესო ანიმაციური ფილმი - გილერმო დელ ტოროს პინოქიო

 

წლის საუკეთესო კოსტუმების დიზაინი - კეტრინ მარტინი (Elvis)

 

წლის საუკეთესო ვიზუალური ეფექტები - Avatar: The Way Of Water

ზევით