#კინო

BAFTA 2022: ბრიტანული კინოაკადემია უკრაინის მხარდასაჭერად

გაზიარება:

გასულ ღამეს, ლონდონში, ბრიტანეთის ფილმისა და სატელევიზიო ხელოვნების აკადემიის დაჯილდოების რიგით 75-ე დაჯილდოების ცერემონია უცვლელ ლოკაციაზე, Royal Albert Hall-ში გაიმართა. Bafta Film Awards ასევე ცნობილს, როგორც დიდი კინოდაჯილდოების Oscars-ის მოსამზადებელ რეპეტიცია, ამ წელს მაყურებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი ჰქონდა მისაწოდებელი - სოლიდარობის გზავნილი.

ბრიტანული კინოაკადემიის დაჯილდოების ცერემონიაზე უხვად ვიხილეთ უკრაინის დროშის სამაგრები, რომლებიც ბენედიქრ კამბერბეჩსა და სტეფან გრამს ამშვენებდათ, აგრეთვე დროშის ფერებში შექმნილი პირბადეები და სხვა აქსესუარები, რომლითაც წითელ ხალიჩაზე მყოფი მსახიობები, რეჟისორები თუ შემოქმედებითი გუნდის სხვა წევრები უკრაინელებს მხარდაჭერას უცხადებdნენ.

მანამ სანამ BAFTA-ს თავმჯდომარ კრიშნენდუ მაჯუმდარი საღამოს სოლიდარობის გზავნილით გახსნიდა და ამაღელვებელ სიტყვას წარმოთქვამდა, ავსტრალიელმა კომიკოსმა და მსახიობმა რებელ უილსონმა რუსეთის პრეზიდენტს ჟესტურ ენაზე გზავნილი გაუგზავნა, რომლის წაკითხვაც დარბაზსა თუ ეკრანებთან არავის გასჭირვებია.

„ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ მათ, ვინც მამაცურად იბრძვის თავისი ქვეყნისთვის და იმედი გვაქვს, რომ ისინი მშვიდობას მალე დაიბრუნებენ“ - კრიშნენდუ მაჯუმდარი

Bafta-ს წითელ ხალიჩაზე მდგომმა ინგლისელმა მსახიობმა ბენედიქტ კამბერბეჩმა, რომლის ახალმა ფილმმა The Power of the Dog ამ ღამეს ორ მთავარ ნომინაციაში გაიმარჯვა, კიდევ ერთხელ გამოიყენა შესაძლებლობა და ინტერვიუს მსვლელობისას საზოგადოებას უკრაინელების დახმარებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„ჩვენ, ყველამ სამკერდე ნიშნის ტარებაზე მეტი უნდა გავაკეთოთ, ჩვენ უნდა გავიღოთ შემოწირულობა, ჩვენ უნდა ვაიძულოთ პოლიტიკოსები განაგრძონ ლტოლვილთა დახმარება და მათთვის უსაფრთხო თავშესაფრის შექმნა. ჩვენ, ყველამ უნდა გავაკეთოთ ის, რისი შესაძლებლობაც გვაქვს“ - განაცხადა ბენედიქტ კამბერბეჩმა ჯილდოს მიღების შემდეგ.

„გავრცელდა ინფორმაცია, რომ რეკორდული რაოდენობით ადამიანები უკრაინელებს საკუთარ სახლებს სთავაზობენ თავშესაფრად, იმედი მაქვს მათი ნაწილი თავადაც მალე ვიქნები“ 

ზევით