#კინო

ბარბი ფერეირა House of Spoils-ის სამსახიობო გუნდს შეუერთდა

გაზიარება:

Euphoria-ს სამსახიობო შემადგენლობის დატოვებიდან სულ რაღაც 1 კვირის შემდეგ, ბარბი ფერეირა ახალ შემოქმედებით გუნდს უერთდება. ამერიკელი მსახიობი Prime Video-ს ახალ თრილერს, House of Spoils შეუერთდა. ფილმის რეჟისორები არიან ბრიჯიტ სევიჯ კოული და დანიელ კრუდი, საკუთარი სცენარით, რომელიც მათ ორიგინალურ იდეას ეფუძნება.

Amazon-ის ცნობით, სერიალი ამბიციურ შეფ-მზარეულის (არიანა დებოზი) ისტორიას გვიამბობს, რომელიც ხსნის თავის პირველ რესტორანს შორეულ მამულში, სადაც ებრძვის სამზარეულოს ქაოსს, საეჭვო ინვესტორს და ეჭვებს საკუთარ თავში. ბარბი ფერეირას პერსონაჟი აღწერილია, როგორც იმედისმომცემი შეფ-მზარეული, თუმცა ის, თუ რა როლს შეასრულებს ის სერიალში, ჯერჯერობით მაყურებლისთვის უცნობია.

Amazon და Blumhouse Television ერთად 2019 წლიდან მუშაობენ, ქმნიან შოუებს სტრიმინგის სერვისისთვის. Spoils-ის პრემიერა დაგეგმილია მსოფლიოს 240-ზე მეტ ქვეყანაში, მისი წარმოება ამ შემოდგომაზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ბარბი ფერეირას Gen Z-ის თამამი ფიგურის იმიჯი სერიალ Euphoria-ში შეიქმნა, ფერეირას პერსოანჟი კეტ ერნანდესი HBO-ს პოპულარული შოუს 2 სეზონში ვიხილეთ, თუმცა 1 კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პერსონაჟი სერიალის მე-3 სეზონისთვის აღარ დაბრუნდებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბარბი ფერეირას შოუდან წასვლა Euphoria-ს შემქმნელ სემ ლევინსონთან უთანხმოებას უკავშირდება.

ზევით