#კინო

BBC „ინგლისელი პაციენტის“ ადაპტაციას სერიალის სახით გადაიღებს

გაზიარება:

მაიკლ ონდატაჯის ნოველის 1996 გადაღებული კინოადაპტაციის დავიწყება ძალიან ძნელია, თუკი ერთხელ მაინც ეზიარეთ იტალიურ მონასტერსა და საჰარას უდაბნოს შორის გავლებულ კავშირს, სასიყვარულო ურთიერთობასა და მრავალ ნარატივს, მაშინ ეს ფილმი თქვენთან სამუდამოდ რჩება, ისევე როგორც სამუდამოდ დარჩა ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოების ისტორიაში 12 ნომინაციიდან 9 მოპოვებული პრიზით.

ონდატაჯის 1992 წელს გამოშვებული რომანის გაცოცხლების სურვილი BBC-მ გამოთქვა, თუმცა არა ფილმის არამედ სერიალის სახით. ისტორია, რომელიც მეორე მსოფლიო ომში მონაწილე გრაფის ფინეასის მოგონებების შესახებ მოგვითხრობს და ყველაზე ბნელ პერიოდში ნაპოვნი ნათელი წერტილის - მედდა ჯულიეტ ბიშონის მიმართ განცდილ სიყვარულს აღწერს ჩვენი გულების მოგებას კიდევ ერთხელ შეეცდება.

„ინგლისელი პაციენტის“ ახალი ადაპტაცია  Miramax Television-სა და Paramount Television Studios კოპროდუქციის სახით წარსდგება.

პროექტი, ჯერ კიდევ განვითარების საწყის ეტაპზეა, თუმცა ცნობილია, რომ მისი სცენარისტი 53 წლის ავსტრალიელ-ამერიკელი მწერალი და პოეტი ემილი ბალოუ იქნება. BBC-ს ცნობილი სერიალი Taboo, რომელშიც მთავარ როლს ინგლისელი მსახიობი ტომ ჰარდი ასრულებს, სწორედ ემილის შემოქმედება გახლავთ. 

ზევით