ბიონსე და ჯეი ზის 8 წლის გოგონა GRAMMY-ს ნომინანტია

brown skin girl beyonce blue ivy

ბიონსე და ჯეი ზის 8 წლის გოგონა მუსიკალური ჯილდოს Grammy ნომინანტია. ბლუ აივისთვის ეს პირველი ნომინაციაა. ჯილდოზე პატარა მუსიკოსი დედასთან და ნიგერიელ მომღერალთან WizKiD ერთად არის დასახელებული მუსიკალური კლიპის Brown Skin Girl-ში შეტანილი წვლილისთვის.

აღსანიშნავია, რომ ნოემბერში, როდესაც ვიდეო კლიპი Grammy-ზე წარადგინეს, ნომინანტთა სიის ჩამონათვალში არც ბლუ აივი და არც WizKiD ფოგურირებდა, თუმცა ეს პრობლემა მალევე მოგვარდა. სხვათაშორის, Brown Skin Girl-მა ბლუ აივის უკვე მოუტანა ისეთი ჯოლდოები, როგორიცაა BET Award და NAACP Image Award.

ბლუ აივი ანიმაციური ფილმის The Lion King რიმეიქის საუნდტრეკების ალბომში წარმოდგენილი კომპოზიციის Brown Skin Girl ერთ-ერთი ავტორი და შემსრულებელია. ვიდეოკლიპის გადაღებები აფრიკაში, ბელგიაში, ლოს ანჯელესში, ნიუ იორკსა და ლონდონში მიმდინარეობდა.

Beyonce, Brown skin girl

Brown Skin Girl-ში ბიონსესს ქალიშვილთან ერთად, სხვა ბევრ ვარსკვლავს იხილავთ, მათ შორის ნაომი კემპბელს, კელი როულენდს და ლუპიტა ნიონგოს. Grammy-ს რიგით 63-ე დაჯილდოების გამარჯვებულთა ვინაობა 31 იანვარს გახდება ცნობილი.

 

ზევით