#კინო

BLONDE - ყველაფერი, რაც მერილინ მონროს ფილმის შესახებ უნდა იცოდეთ

გაზიარება:

მერილინ მონროს ერთგული გულშემატკივრები დღეებს ითვლიან კინოს საკულტო ფიგურის შესახებ მოყოლილ ახალ ვერსიასთან შესახვედრად. Netflix-ის ახალი ეკრანიზაციის Blonde-ის სრული ტრეილერი Youtube-ზე რამდენიმე საათის წინ გამოჩნდა და მან ზუსტად დაიმსახურა ის ყურადღება, რომელიც მისკენ უნდა მიგვეპყრო. პირველმა ტრეილერმა ფარდა არაერთ მნიშვნელოვან დეტალს ახადა, გავარკვიეთ, რომ ენდრიუ დომინიკის ადაპტაცია, რომელიც ჯოის კეროლ ოუტსის ამავე სახელწოდების წიგნს ეფუძნება, მერილის ცხოვრების ბნელ მხარეებზე იქნება ორიენტირებული.

დავრწმუნდით იმაშიც, რომ ჰოლივუდის ამომავალი ვარსკვლავი ანა დე არმასი, თავისი კარიერის გარდამტეხ როლს მოირგებს და იმ ზუსტი გარდასახვით, რომელსაც ტრეილერში მივადევნეთ თვალი, შესაძლოა ანამ მნიშვნელოვან წარმატებასაც მიაღწიოს. ანა დე არმასმა, Netflix-ის შემოქმედებით გუნდთან, მერილინ მონროს ცხოვრების სრულიად განსხვავებული ხედვის შექმნაზე ისაუბრა:

მერილინ მონრო, ანა დე არმასი, Blonde,

„ენდრიუს ამბიციები თავიდანვე ძალიან მკაფიო იყო - მას სურდა წარმოეჩინა მერილინ მონროს ცხოვრება საკუთარი ლინზით. დომინიკმა განიზრახა სამყარომაც განიცადოს ის, რასაც სინამდვილეში გრძნობდა არამხოლოდ მერლინი, არამედ ნორმა ჯინიც. მალევე გავაცნობიერე, რომ ეს იყო ყველაზე გაბედული და ფემინისტური შეხედულება მის ისტორიაზე, რაც კი ოდესმე მინახავს“ - განაცხადა ანამ.  

ფილმის პრემიერა

მერილინ მონრო, ანა დე არმასი, Blonde,

სტრიმინგ პლატფორმა Netflix-ზე, 2022 წლის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ეკრანიზაცია 23 სექტემბერს გამოჩნდება.

სამსახიობო შემადგენლობა

მერილინ მონრო, ანა დე არმასი, Blonde,

ანა დე არმასთან ერთად Blonde-ში მონაწილეობს ოსკაროსანი მსახიობი ენდრიუ ბროუდის, რომელიც მერილინის ქმრის -  არტურ მილერის როლში მოგვევლინება. ბობი კანავალე ყოფილ სპორტსმენს - ჯო დიმაჯიოს განასახიერებს, ჯულიანა ნიკოლსონს კი მერილინ მონროს დედის როლში ვიხილავთ.

ფილმის შავ-ბნელი მხარეები

მერილინ მონრო, ანა დე არმასი, Blonde,

რეჟისორმა ენდრიუ დომინიკმა Netflix-ის შემოქმედებით გუნდთან საუბრისას განმარტა, რომ, მართალია, Blonde მერილინ მონროს ისეთი დასამახსოვრებელი მომენტების შესახებაც გვიამბობს, როგორებიც მისი წითელ ხალიჩაზე დებიუტი და ფილმ Gentlemen Prefer Blondes-ის გადაღებებია, ადაპტაციის აქცენტი ჰოლივუდის ვარსკვლავის იმ ტრავმების შესახებ იქნება, რომელმაც მერილინის დარჩენილი ცხოვრება და კარიერა განაპირობა.

მერილინ მონრო, ანა დე არმასი, Blonde,

„ის ღრმად ტრავმირებულია და ეს ტრავმა იწვევს განხეთქილებას საჯარო მესა და პირად მეს შორის... ფილმი ეხება ურთიერთობას საკუთარ თავთან და ამ სხვა პერსონასთან, მერილინთან, რომელიც ერთდროულად მისი ჯავშანიც არის და ის, რაც სრულად შთანთქავს“ - განაცხადა ენდრიუ დომინიკმა.

არატრადიციული ბიოგრაფიული ფორმატი

მერილინ მონრო, ანა დე არმასი, Blonde,

„ჩვენი ფილმი არ არის სწორხაზოვანი ან ჩვეულებრივი; ის უნდა მოგვევლინოს ღრმად მგრძნობიარე და ემოციურ გამოცდილებად. ფილმი მერილინის/ნორმას გრძნობებთან და გამოცდილებებთან ერთად ვითარდება. არის მომენტები, როდესაც ჩვენ მისი სხეულისა და გონების შიგნით ვიხედებით, გვჯერა, რომ ეს მისცემს მაყურებელს შესაძლებლობას განიცადოს, როგორი იყო ნორმაც და მერილინიც ერთდროულად“ - ენდრიუ დომინიკი.

ბრედ პიტი ფილმის ერთ-ერთი პროდიუსერია

მერილინ მონრო, ანა დე არმასი, Blonde,

რეჟისორი, რომელიც ცნობილია თავისი არტჰაუს შემოქმედებით, მერილინ მონროს ცხოვრებას, უდავოდ, ავანგარდულ სტილში წარმოგვიდგენს და ამაში მონაწილეობას ენდრიუს ახლო მეგობარი ბრედ პიტიც მიიღებს. ის ფაქტი, რომ ბრედმა და მისმა კომპანია Plan B-მ დომინიკთან თანამშრომლობა გადაწყვიტეს, ნიშნავს იმას, რომ პიტს ენდრიუს ნიჭის ნამდვილად სჯერა და მისი ჩვენც გვინდა რომ დავიჯეროთ.

ნიქ ქეივისა და უორენ ელისის მიერ შექმნილი საუნტრეკი

მერილინ მონრო, ანა დე არმასი, Blonde,

დომინიკსა და Bad Seeds-ის ვოკალისტს მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებთ, რეჟისორმა 2016 წელს დოკუმენტური ფილმი One More Time with Feeling გადაიღო, რომელიც ქეივის 15 წლის ვაჟის, არტურის ტრაგიკულ დაკარგვას შეეხებოდა. ჩვენთვის ცნობილია, რომ ნიკმა და უორენმა Blonde-ის საუნდტრეკი ლონდონში ჩაწერეს, თუმცა მისი მოსმენის საშუალება ჯერ არ მოგვცემია.

ზევით